სკანდალი ბორჯომში - საკრებულოს წევრებმა ხელფასების გამო იჩხუბეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმინერალური წყლის წყარო ბორჟომის პარკში
მინერალური წყლის წყარო ბორჟომის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის რაიონის საკრებულოს შენობაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა იჩხუბეს

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. უკვე  მერამდენე საათი გრძელდება გარჩევები ბორჯომის საკრებულოში რაიონის მერიის თანამშრომელთა ხელფასების გადაუჭრელი საკითხის გარშემო. 

ბორჯომის რაიონის მერიას მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, ხოლო საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს. მას სათავეში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩამიძე უდგას.

ხმაური საკრებულოში მოყვა ხელფასების საკითხის განხილვას, რომელსაც, მერიის თანამშრომელთა თქმით,  ისინი უკვე მესამე თვეა ვერ იღებენ. საკრებულოს სხდომაზე დაიწყებული მოვლენები მოგვიანებით დერეფანში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ პრემიერი მწყობრიდან გამოიყვანა - პარლამენტში გინება ისმოდა

18 იანვარს მერიამ გაზრდილი ხელფასების დამტკიცება მოითხოვა, რასაც საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ამაზე საპასუხოდ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და ბოლო ოთხ სხდომაზე არ მისულან. ქვორუმის არარსებობის გამო ეს სხდომები ჩაიშალა.

კენჭისყრაზე მეორედ დაყენებულ საკითხს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მხოლოდ 11-მა დეპუტატმა, რომლებიც ოთხშაბათს სხდომას პირველად ბოიკოტის შემდეგ დაესწრნენ. რადგან მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო სია ვერ დამტკიცდა, ვნებათაღელვამ ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

„პრობლემა გვაქვს იმაში, რომ სამსახურის უფროსებს რომლებსაც  ჰქონდათ 1550 ლარი  ვეუბნებით რომ ერთ რანგით მოიმატეთ და ეს არის 150 ლარი, დაგეთანხმებით. და მერს ვეუბნებით, ნუ გაიზრდის ხელფასს 900 ლარით, გაიზარდე 300 ლარით. აი ეს არის უთანხმოება რაზეც ვერ ვთანხმდებით. პრეტენზია თუ აქვთ მიმართონ მერს“, — განუცხადა ტელეარხ Rustavi2-ს ზაზა ჩაჩანიძემ.

ადგილზე ჩავიდა პარლამენტის დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია, რის შემდეგ ბორჯომის საკრებულოში ვითარება კვლავ დაიძაბა.


ყველა ახალი ამბავი
0