თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი ზაზა ბაქრაძე დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსანმა წაყენებული ბრალი აღიარა და სამშობლოში დაბრუნდა

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე დააკავეს, რომელიც ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ინტერპოლის მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციამ მოკლა 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს. მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა“ რიცხვს მიაკუთვნა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
მეგის ქარდავა უკრაინაში საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს

აღნიშნულ საქმეზე ბაქრაძეს ბრალი დაუსწრებლად 2013 წლის თებერვალში წაუყენეს, როდესაც ის საქართველოში არ იმყოფებოდა. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

გამოძიება ამტკიცებს, რომ ზაზა ბაქრაძემ მკვლელობის დღეს სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ბაქრაძის გარდა, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ მიქაძე.

ყველა მათგანი სასამართლო გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა მოგვიანებით ფირცხალავა სხვა გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე 12 წლით დააპატიმრეს.

ჩამოსვლამდე ბაქრაძემ აღიარებითი ჩვენება ქართულ მედია-საშულოებებს ინტერვიუში მისცა და განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალდებებს ეთანხმება.

ბაქრაძის თქმით, საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდები გააჩერა, მათ შორის შეკამათება მოხდა და დამხმარე ჯგუფი გამოიძახეს, მათ შორის პატრული გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელმაც შემთხვევით გაისროლა და სასიკვდილოდ დაჭრა ბუტა რობაქიძე. ბაშალეიშვილი პოლიციის რიგებიდან გარიცხეს და „იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო“ მან 4-წლიანი პატიმრობა მოიხადა.

ბაქრაძის თქმით, როდესაც ის მომხდარიდან 40-50 წუთის შემდეგ ინციდენტის ადგილზე მივიდა, რობაქიძის მანქანაში არანაირი იარაღი არ ყოფილა, რაც თავდაპირველ ვერსიას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად ახალგაზრდები იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

მისი თქმით, იარაღი შსს-ს მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზუბამ მიქაძემ მიიტანა და პოლიციელებს აიძულა დაედო ის ინციდენტის ადგილას. მეტიც, ერთ-ერთ ბრალდებულს მან ხელყუმბარა დაუდო.

მომხდარს კინოკამერაზე იღებდა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე და მას ახლაც აქვს ეს ჩანაწერი, ამტკიცებს ბაქრაძე.

გარდა ამისა, ბაქრაძემ დაადანაშაულა დონაძე შანტაჟში და ამტკიცებდა, რომ ის ვიდეოს გასაჯაროებით იმუქრებოდა.

გურამ დონაძემ კი ბაქრაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0