გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის მოხრეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს-ჩინოვნიკს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ადვოკატი გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, მტკიცებულებების გაყალბებაში, განზრახ უკანონო დაკავებაში და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მერაბიშვილის საქმეზე 28 ნოემბერს გამოაცხადებს

ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მანამდე ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

საქმეში საუბარია 2011 წლის მოვლენებზე, როდესაც ონიანი თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ონიანმა დააკავა კომპანია „დაო-პრინტის" მენეჯერი, რომელმაც დაამზადა მაისურები მაშინდელი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების" სიმბოლიკით.

ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოგვიანებით ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" და განუცხადა, რომ საქმის მასალებში შეეტანა იგი, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იმავე წელს ონიანმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავა — „ქართული ოცნების" მომხრე ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბო. მოცემულ შემთხვევაშიც ყველაფერი ზემოთ აღნიშნული სქემის მიხედვით წარიმართა. ონიანმა მარიხუანა გამომძიებელს გადასცა და უთხრა, რომ საქმის მასალებში შეეტანა.

ბოლო დროს ონიანი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 2016 წელს ის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0