ევროკავშირი: ტატუნაშვილის დაღუპვის ფაქტი სერიოზული შეშფოთების საფუძველია

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას თავისი მონიტორინგის მისიის (EUMM) მეშვეობით.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის და მასთან ერთად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს ევროკავშირი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ევროკავშირი მზადაა მისი სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საშუალებით დაეხმაროს გამოძიებას და უზრუნველყოს დისკუსია ინციდენტების პრევენციის მექანიზმისა და ცხელი ხაზის გამოყენებით. ამასთან ერთად ევროკავშირი სამძიმარს უცხადებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებს. 

მავთულხლართი, ე.წ. საზღვარი ცხინვალის რეგიონთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს

არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი 23 თებერვალს ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

„სამხრეთ ოსეთში  განვითარებული ბოლო მოვლენები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და კიდევ ორი მოქალაქის დაკავება ღრმა შეშფოთების მიზეზია. ევროკავშირი აგრძელებს მშვიდობისა და კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობითა და ადგილზე მონიტორინგის მისიის მუშაობით“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) ტერიტორიაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეშვებაზე უარი განუცხადა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „თავისუფლების უკანონო აღკვეთისა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. „ოსი ერის გენოციდში“, სუს-მა „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა“ უწოდა. 

ცხინვალი - Sputnik საქართველო
ცხინვალში ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე: სუს-ი განმარტებებს მოითხოვს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ.

ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი 2018 წლის 1 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში დადგება.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0