ცხინვალში ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე: სუს-ი განმარტებებს მოითხოვს

გამოწერა
ცხინვალში ამტკიცებენ, რომ ძალოვანებმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მან გაქცევა სცადა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის საავადმყოფოში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას და ცხედრის დათვალიერებისთვის ტერიტორიაზე ქართველი ექსპერტების დაშვებას მოითხოვს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ნატოში გაწევრიანება ტერიტორიების ფასად? საქართველოში Heritage-ის ანგარიში შეაფასეს

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

საქართველოს სუს-ის მონაცემებით, ტატუნაშვილი საქართველოს ორ მოქალაქესთან — ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

„აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება", — ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0