საქართველოს ხელისუფლება ცხინვალში გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaმავთულხლართი, ე.წ. საზღვარი ცხინვალის რეგიონთან
მავთულხლართი, ე.წ. საზღვარი ცხინვალის რეგიონთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეს „თავისუფლების უკანონო აღკვეთისა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით იძიებს

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვს, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოში ძალოვანებთან ინციდენტის შემდეგ გარდაიცვალა, ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და დაკავებულების ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის უმოკლეს ვადაში გათავისუფლება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბრიფინგების დარბაზი საგარეო საქმეთა სამინისტროში - Sputnik საქართველო
ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალში: საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

საქართველოს სუს-ის მონაცემებით, ტატუნაშვილი საქართველოს ორ მოქალაქესთან — ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

განცხადების თანახმად, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეშვებაზე უარი განაცხადა.

დე-ფაქტო ხელისუფლებისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ოსი ერის ე.წ. გენოციდში, სუს-მა „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა“ უწოდა.

ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი 2018 წლის 1 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში დადგება.

„ჩვენი შეფასებით,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საჭიროა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალური მობილიზება, რათა მოხდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება.ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას,როგორც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა უწყების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
უთანხმოება ბარიერი არ არის - რა უთხრა კარასინმა აბაშიძეს პრაღაში?

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შსს-მ „თავისუფლების უკანონო აღკვეთისა“ და „განზრახ მკვლელობის“ მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, საპასუხოდ კი თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0