თბილისის ზოოპარკი 91 წლისაა

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო დღესასწაულზე ყველაზე პატარა სტუმრებს გასართობი პროგრამა ელოდებათ.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისის ზოოპარკი დაარსების 91-ე წელს აღნიშნავს და ყველას დიდ ზეიმზე ეპატიჟება, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

თბილისის ზოოპარკი კვირას ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას გთავაზობთ. პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ხის ცხენებზე ჯირითი, ნიღბების, ბუშტების ფიგურების დამზადება — ყოველივე ეს და კიდევ ბევრი სხვა ელოდებათ პატარებს თბილისის ზოოპარკის დაბადების დღეზე.

ღონისძიება 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ზოოპარკის შესასვლელი - Sputnik საქართველო
ნანატრი ექსკურსია ზოოპარკში – ზურაბ გურიელიძემ ხაშურელი ბიჭუნა დაასაჩუქრა

თბილისის ზოოპარკი 1927 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილების საფუძველზე დაარსდა. მისი მშენებლობისთვის მდინარე ვერეს ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. ცხოველთა არსებობის ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით ზოოპარკში ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები (კლდეები, ჩანჩქერები, აუზები). ზოოპარკში იყო ტერარიუმი და აკვარიუმი.

2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა. 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა.

ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა გმირთა მოედანი, საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, "მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, სვანიძის ქუჩა და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ხელისუფლებამ ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე გადატანა გადაწყვიტა. ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. 

ჟურნლისტი იცვლის პროფესიას - ზოოპარკის მომვლელი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ზოოპარკის მასპინძლების მომვლელი
ახალი ზოოპარკი, რომლის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო–დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკისთვის დახმარების სურვილი მსოფლიოს მრავალმა ზოოპარკმა გამოთქვა. თბილისი ზოოპარკისთვის საჩუქრად გადაცემულ ცხოველებს შორისაა ჯუჯა კენგურუ, ფაფრიანი ცხვრები, აფრიკული პინგვინები, უსურიის ვეფხვი.

ყველა ახალი ამბავი
0