ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ზოოპარკის მასპინძლების მომვლელი

© Sputnik / Levan Avlabreliჟურნლისტი იცვლის პროფესიას - ზოოპარკის მომვლელი
ჟურნლისტი იცვლის პროფესიას - ზოოპარკის მომვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი შოთა ნოზაძე ერთი დღით თბილისის ზოოპარკს ესტუმრა და იქაური მაცხოვრებლების მომვლელი გახდა.

სანამ მაიმუნები მაიმუნობას დაიწყებენ, ზანტი კუები კურორტზე შხაპს მიიღებენ და მაუგლის მეგობრები ერთმანეთს გააღვიძებენ, ფუფუნებას მიჩვეული მასპინძლებისთვის ისეთი საუზმე მოვამზადეთ „ლაქშერი" რესტორნების და კაფეების მენიუსაც რომ დაამშვენებდა: თაფლაკვერი, ქართული წითელი ვაშლი, აზიურ ფაროსანას გადარჩენილი თხილი, წითელი და თეთრი ჭარხალი (არჩევით), ფაშფაშა კომბოსტო, კარტოფილი გემოვნებით და რაღა თქმა უნდა მენიუს დელიკატესი — მადისაღმძვრელი, თხლად დაჭრილი ყვითელი ბანანი!

© Sputnik / Levan Avlabreliსაუზმე ლემურებისთვის
Рубрика  журналист меняет профессию - зоопарк - Sputnik საქართველო
საუზმე ლემურებისთვის

ასორტით ხელდამშვენებული მომვლელთან ერთად, თავდაპირველად მაკაკებს ვესტუმრე. მაიმუნებმა ხმაურზე გაიღვიძეს და დაიწყეს ფუსფუსი, ღუნღული, სუნსული… მომვლელს მათი ჟესტების ენა ესმის…

და ეს მაიმუნები ვოლიერში მირთმეულ საუზმეს დასჯერდნენ გგონიათ? დილაუთენია ცოცხით და ჯამებით გვარბენინეს; თვითონ დაუზარებლად „აჩიკუდას“ თამაშობდნენ; ჩვენ ეზოს ვასუფთავებდით ნარჩენებისგან, ისინი კი ხიდან ხეზე გადარბოდნენ და თავიანთ ენაზე გვეძახდნენ — ჩვენ ვალაგებდით, ისინი ურევდნენ — გვემაიმუნებოდნენ…

ერთი კია — ზოოპარკის ყველა ბინადარს მომვლელის მიმართ რიდი და სიყვარული აქვს — გრძნობენ სიყვარულს, ყურადღებას და გაბადრული, პირმშვენიერი სახეებით გამოხატავენ მადლიერებას. მომვლელიც ხედავს ამას…

ჩვენც ხომ ხშირად ის ხალხი გვიყვარს, ვისაც ამაგი აქვს ჩვენზე…

თბილისის ზოოპარკში ჩლიქოსნების, მტაცებლების და ვერც პრიმატების განყოფილებაში ვერ შევხვდი მომვლელს, რომელსაც მუშაობის 5 წელზე ნაკლები გამოცდილება აქვს. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ეს პოზიცია ერთ-ერთი მშვიდი სამსახურია დედლაინების, ინტერნეტისა და ქაოსის გარეშე. მიზეზი ისაა, რომ აქ ყველაფერი სიყვარულით კეთდება, ან გიყვარს, ან არა და თუ გიყვარს, მართლა გიყვარს და ბედნიერი ხარ… 

© Sputnik / Levan Avlabreliცხოველები გრძნობენ მომვლელის ყურადღებასა და სითბოს
Рубрика  журналист меняет профессию - зоопарк - Sputnik საქართველო
ცხოველები გრძნობენ მომვლელის ყურადღებასა და სითბოს

…ამ სიყვარულსა და ბედნიერებას ზოგჯერ ტრაგედიაც ახლავს თან… შეუძლებელია, ამ ვოლიერებში იარო და სულ რამდენიმე წლის წინ დატრიალებული ტრაგედია არ გაგახსენდეს. ცოლ-ქმარი მალხაზ და გულიკო ჩიტაძეები 25 წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ ზოოპარკში და უამრავი ცხოველი გამოზარდეს. გულიკო ჩიტაძისთვის სპეციალური თანამდებობაც კი შემოიღეს: მთავარი ძიძა–მომვლელი. ერთ დღესაც ბედნიერება უბედურებამ შეცვალა… გულიკოს მისმა გაზრდილმა ვეფხვმა ხელი დაუზიანა… უფრო სწორედ დაუფლითა და ამპუტაცია დასჭირდა… თუმცა ყველას ახსოვს, რომ საავადმყოფოდან გამოწერისთანავე, ისევ მიეახლა ძიძა თავის გაზრდილებს და ვეფხვს კი არა, თავის თავს იდანაშაულებდა — არასწორად მოვიქეცი და იმიტომ დამესხაო თავს მტაცებელი…

სულ ცოტა ხანში კი 2015 წლის 13 ივნისი გათენდა… ზოოპარკი წყალმა დაფარა… ქალბატონი გულიკო მეუღლესთან და ცხოველების მომვლელთან ერთად ცხოველების სტიქიისაგან გადარჩენის დროს დაიღუპნენ — აღსაზრდელები ვერ დატოვეს…

© Pavel Golovkin2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში
2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში - Sputnik საქართველო
2015 წლის 13 ივნისის, წყალდიდობა თბილისში

იმ ავბედით ღამეს ზოოპარკის თანამშრომლებმა წყალს არაფერი გაატანეს, არაფერი შეარჩინეს… ისევ თავიდან დაიწყეს, ისევ ახალი მასპინძლები, ისევ ახალი თანამშრომლები, შენობები და ახალი ბედნიერებები…

… ბედნიერებაა, როცა ყოველდღე უყურებ ზოოპარკში ჩოჩორი და მარტორქა ერთად როგორ ძოვენ ბალახს… ალბათ, ეს სიუჟეტი  ყველაზე უკეთ აღწერს ზოოპარკის ცხოვრებას… ლამაზთვალება ჩოჩორისთვის და მარტორქისთვის ერთად გაამზადებ საუზმეს და ადამიანი უნებურად დაფიქრდები: რატომაა „ვირიშვილი“ სალანძღავი სიტყვა… მომვლელს ეს უკვირს…

ბეჰემოთ ბეგისაც ვოლიერშივე მივართვით პატივისცემით მომზადებული საუზმე. ბეგი მადას არ უჩივის და დღეში 40 კილომდე ბოსტნეულს მიირთმევს. ციოდა და იმისთვის არ სცხელოდა, ახალი სტუმრის სანახავად თბილი აბაზანიდან ამოსულიყო. ბეგის მიამიტური და კეთილი თვალები მაშინვე შეიცვალა ჩემთვის, როცა გამოცდილმა მომვლელმა მითხრა, რომ ჩემივე უსაფრთხოებისთვის ხუთი მეტრის რადიუსში არ უნდა მივახლოვებოდი. ბეგი ორი თვის იყო, როცა ახალგაზრდა მომვლელმა მასზე ზრუნვა დაიწყო და კარგად იცის მისი ხასიათი და ხრიკები… მომვლელი მზრუნველია…

ცხოველებზე მზრუნველობაში გართულს, ბავშვობა მახსენდება. ალბათ არც ადამიანებს ექნებოდათ ზოოპარკის გარეშე ბავშვობა და არც ზოოპარკის მასპინძლებს. როცა სპილოს ბატიბუტს სთავაზობ, როცა გინდა, აქლემს ბამბის ნაყინი აჭამო, მოეფერო, ლომის არ გეშინია, ირმის დანახვა გიკვირს და ფარშევანგი გაოცებს… ზოოპარკის მომვლელი კი ამას ხედავს და ეღიმება…

თბილისის ზოოპარკში ჩვენი ოთხფეხა თანამოძმეების მომვლელად ღიმილით გატარებული ერთი დღე ემოციური და დატვირთულია, ერთ დღეში დატრიალებული ბუნებისა და ადამიანების კანონების შერწყმაა.

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის ზოოპარკის შესასვლელი
Вход в зоопарк - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკის შესასვლელი

ამ პროფესიას ბევრი ფილოსოფია არ უნდა — თუ ბუნება და ცხოველები არ გიყვარს, მაშინ თანამდებობისთვის შეუფერებელი ხარ!

რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ახალგაცნობილებს შენი იმედი აქვთ, მათი იმედი ხარ და გელოდებიან, ელოდებიან შენგან მზრუნველობას, დილით საუზმეს, დალაგებას და თითქოს ცდილობენ, არ იფიქრო იმ სიცივეზე, სუნზე, გარჯაზე და თავადაც არ იღლები სახლში მისვლამდე…

მიხაროდა… მიხარია… ვფიქრობ, ის აღფრთოვანება და სიყვარული, რასაც ამ დღის განმავლობაში ბავშვობის შემდეგ პირველად განვიცდიდი, მათ ეს ვაგრძნობინე: მე სპილო ხელიდან გამოვკვებე სტაფილოთი, ბეჰემოთი — მწვანე ბალახით, მე ლემურებს ფინიკი მივაწოდე და აქლემის სადგომი დავალაგე. ჩაძინებულმა კი სიზმარში დანარჩენი მასპინძლები ვნახე. არც ისინი ჩანდნენ უკმაყოფილოები…

© Sputnik / Levan Avlabreliმე სპილოები ხელიდან გამოვკვებე...
Рубрика  журналист меняет профессию - зоопарк - Sputnik საქართველო
მე სპილოები ხელიდან გამოვკვებე...

უსინანულო კმაყოფილებაა…

ვინ იცის, იქნებ ჩემი მასპინძელი მომვლელი ამ პუბლიკაციასაც კითხულობს, ახსენდება დღე, რომელიც მის გვერდით ზოოპარკის ვოლიერებში გავატარე და ეღიმება…

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური