საქართველოს კალათბურთის ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება

© FB / Georgian Basketball Federationსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ორ თამაშში წაგების შემდეგ ქართულ გუნდს მხოლოდ მოგება სჭირდება.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ავსტრიაში, Schwechat-ის არენაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. აქ 23 თებერვალს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს ავსტრიის გუნდის წინააღმდეგ, აღნიშნულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ძალიან არ დატვირთა კალათბურთელები. ვარჯიში მხოლოდ ერთი საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

ვარჯიშში საქართველოს ნაკრების 11 კალათბურთელი მონაწილეობდა. მაიკლ დიქსონი გუნდს 22 თებერვალს, საღამოს შეუერთდება.

კალათბურთი. საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება - Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელები სერბებთან დამარცხდნენ

როგორც გუნდის მთავარმა ექიმმა თემურ ხვედელიძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის პრობლემა არც ერთ მოთამაშეს არა აქვს. ასევე დამაკმაყოფილებელია გიორგი ცინცაძის მდგომარეობა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა მიღებული. ის 23 თებერვალს მოედანზე გამოვა.

ავსტრიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, რეზო ჩაჩანიძე.

ტრავმის გამო ნაკრებს ვერ დაეხმარებიან დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე, ხოლო თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ევროლიგაში გამოდიან და კლუბების ხელმძღვანელობამ ისინი ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ გამოუშვა.

საქართველოს და გერმანიის ნაკრებები შესარჩევ მატჩში - მსოფლიო-2019 - Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გერმანიასთან დამარცხდნენ

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი უკვე გამართა და ორივე წააგო — გერმანიასთან და სერბეთთან.

ასეთივე მდგომარეობა აქვს ავსტრიის ნაკრებს — სერბეთთან და გერმანიასთან მატჩები წააგო.

შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში, რომელიც ჩინეთში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0