ქართველი კალათბურთელები სერბებთან დამარცხდნენ

© Courtesy of FIBAკალათბურთი. საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება
კალათბურთი. საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ კალათბურთელებს თავის შესარჩევ ჯგუფში ჯერჯერობით მესამე ადგილი უკავიათ, რაც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისია

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში სერბეთის ნაკრებთან 87:105 წააგო. მატჩი ბელგრადში გაიმართა.

ორივე ნაკრები მატჩში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ოპტიმალური შემადგენლობით ვერ წარდგა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდეც კი ნათლად გამოვლენილ ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ. ამას საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც აღნიშნავდნენ.

© FIBAმანუჩარ მარკოიშვილი
Игрок сборной Грузии по баскетболу Манучар Маркоишвили - Sputnik საქართველო
მანუჩარ მარკოიშვილი

თუმცა, შეხვედრის პირველმა ნახევარმა საპირისპირო აჩვენა — სერბეთის ნაკრები ძალზე სუსტად თამაშობდა და პერიმეტრი მთლიანად საქართველოს ნაკრებს დაუთმო.

მიუხედავად ამისა, ქართველებმა მატჩის პირველი ნახევარი მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით მოიგეს — 45:44.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა უკეთ თამაში დაიწყეს, სტუმრებმა კი — გააუარესეს, ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. ყველაფერ ამას დაემატა მოთამაშეების დაღლაც და საბოლოოდ დაფიქსირდა ანგარიში 105:87 სერბეთის სასარგებლოდ.

სერბეთის ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა მიროსლავ რადულიცა — 28 ქულა; საქართველოს ნაკრებში კი — მაიკლ დიქსონი — 36 ქულა.

© FIBAმაიკლ დიქსონი
Игрок сборной Грузии по баскетболу Майкл Диксон - Sputnik საქართველო
მაიკლ დიქსონი

„სერბეთმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ ჩვენზე კარგად ითამაშა. ორივე შესარჩევი მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორივეჯერ, მატჩის მეორე ნახევარში მეტოქემ გვაჯობა. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩში უძლიერესი შემადგენლობით გამოვალთ, როცა ტრავმირებული მოთამაშეები მწყობრში ჩადგებიან", — ასე დააკომენტარა შეხვედრის შედეგი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

ამასთან, ბერძენმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა თავის კალათბურთელებს, რომლებმაც, მისი თქმით, დიდი მუშაობა გასწიეს.

„ეს ახალგაზრდა გუნდია, რომლებიც ერთად სულ ცოტა ხანია, რაც თამაშობენ. მათ მაშინვე მოუხდათ მატჩის ჩატარება ისეთ გამოცდილ გუნდებთან, როგორიც გერმანია და სერბეთია. მათ კარგად იშრომეს", — აღნიშნა ზუროსმა.

© FIBAილიას ზუროსი
Главный тренер сборной Грузии по баскетболу Ильяс Зурос - Sputnik საქართველო
ილიას ზუროსი

ორი ტურის შემდეგ G ჯგუფის სათავეში არიან გერმანია და სერბეთი.

საქართველოს ნაკრები, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით მინუს 27, მესამე ადგილზეა.

შემდეგ შესარჩევ გასვლით მატჩს ავსტრიის წინააღმდეგ ქართველი კალათბურთელები მომავალი წლის 23 თებერვალს ჩაატარებენ.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ევროპული გუნდი. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადასასვლელად, ჯგუფში საუკეთესო სამეულში მოხვედრაა საჭირო.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება ჩინეთში — 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია აშშ-ის ნაკრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0