საპენსიო რეფორმა: როგორ შეიძლება გაიზარდოს პენსია

© Sputnik / Alexander Imedashviliქალები მიდიან თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
ქალები მიდიან თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის გათვლებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საბაზისო პენსიის ოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. 2040 წლისთვის საქართველოში საბაზისო პენსია დაახლოებით 750 ლარს შეადგენს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება, რომელიც, მთავრობის თვალსაზრისით, ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს, 2018 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება. სისტემის ამოქმედების შემდეგ პენსიას ორი კომპონენტი შეადგენს — დაგროვებული და საბაზისო პენსია.

ისტორიული ცენტრი - ახოსპირელის ქუჩა - Sputnik საქართველო
საპენსიო რეფორმა: როგორ მიიღებენ პენსიონრები დაგროვილ თანხებს

„ამ მოდელით საბაზისო პენსიის ზრდა ეკონომიკის ზრდის პარალელურად მოხდება. ამგვარად, 35 წლის ადამიანისთვის პენსიაზე გასვლისას საბაზისო პენსია, ინფლაციის გათვალისწინებით, 750 ლარს შეადგენს“, — განაცხადა გაგუამ.

დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მისი ამოქმედებისთანავე შეუძლია ნებისმიერ დასაქმებულს პირველივე ხელფასის ჩარიცხვის მომენტიდან. სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ყველა პირისათვის, ხოლო აღნიშნული ასაკის ზემოთ პირებს მონაწილეობა სურვილისამებრ შეუძლიათ. ამასთან დამსაქმებელს დასაქმებულის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. თვითდასაქმებულებს თანხების გადარიცხვა საკუთარი პენსიისთვის სურვილისამებრ შეუძლიათ.

წარმოდგენილი სქემის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ. ამას სახელმწიფოც დაამატებს 2%-ს, თუ პირის წლიური ხელფასი ან შემოსავალი 24 000 ლარს არ აღემატება, და 1%-ს, თუ წლიური შემოსავალი 24000-დან 60 000-მდე ლარს შეადგენს.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსია 2019 წლიდან გაიზრდება

საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე, რომელიც დღეისათვის ქალებში 60 წელს, ხოლო მამაკაცებში 65 წელს შეადგენს, დაგროვებული პენსია საბაზისო პენსიის დანამატის სახით სამი ხერხით გაიცემა.

დაგროვებითი პენსიის გაცემის პირველი სახე — ერთჯერადი გაცემის მექანიზმი. ის იმათთვის იმოქმედებს, ვინც სისტემას გვიან შეუერთდა. თუ დაგროვებული თანხა მცირე აღმოჩნდება, ადამიანი მთლიანი თანხის აღებას შეძლებს. მთლიანი დაგროვებული პენსიის ასაღებად ხელმისაწვდომი თანხის ოდენობას საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.

პენსიის გაცემის მეორე სახე — კომერციული. პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანი სპეციალურ პროდუქტს იმ სადაზღვევო კომპანიისგან შეიძენს, რომელიც კომერციული სექტორის მიერ შეთავაზებული გარკვეული ოდენობის პენსიის მუდმივი მიღების გარანტიას იძლევა.

მესამე სახეობა — სახელმწიფო. საპენსიო სააგენტო დაადგენს თითოეული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადას და ფულად თანხებს ამ ვადიდან გამომდინარე გაანაწილებს. ამასთან შესაძლებელი გახდება სიცოცხლის სტატისტიკური მაჩვენებლის გახანგრძლივება.

ყველა ახალი ამბავი
0