საქართველოში პენსია 2019 წლიდან გაიზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენსიის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული და უახლოეს ორ წელიწადში 20 ლარს შეადგენს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2020 წლის დასასრულისთვის პენსია 220 ლარი იქნება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „TV პირველის" ეთერში.

ყოველთვიური პენსია 60 წელს ზემოთ ასაკის ქალებისა და 65 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცებისთვის 180 ლარს შეადგენს.

„2018 წელს ბიუჯეტი პენსიის გაზრდის შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ 2019 და 2020 წლებში ვაპირებთ პენსიის 20-20 ლარით გაზრდას", — განაცხადა კაკაურიძემ.

ხნიერი მამაკაცი აღმაშენებლის გაზირზე - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიები 2018 წელს არ გაიზრდება

მისი სიტყვებით, 20 ლარი — ეს მაქსიმალური მოცულობაა, რომელიც არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელი.

„2020 წლის შემდეგ ამოქმედდება პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც შემდგომ პერიოდში პენსიის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს", — განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოში პენსია ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა, როდესაც მისი მოცულობა 12,5%-ით, 180 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა 2018 წლის ზაფხულიდან გეგმავს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას, რომელიც 40 წლამდე ასაკის პირებისთვის აუცილებელი გახდება, ხოლო 40 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის — ნებაყოფლობითი. პირებზე დაგროვებითი პენსიის გაცემა მათი პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0