საქართველოში პენსიები 2018 წელს არ გაიზრდება

© Sputnik / Denis Aslanovხნიერი მამაკაცი აღმაშენებლის გაზირზე
ხნიერი მამაკაცი აღმაშენებლის გაზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა მომავალ წელს საპენსიო რეფორმის განხორციელებასა და საპენსიო დაგროვებითი სისტემის დანერგვას აპირებს

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2018 წელს პენსიების გაზრდას არ გეგმავს, განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.

60 წელს ზევით ქალებისთვის და 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ყოველთვიური პენსია 180 ლარს შეადგენს.

მამაკაცები ერთმანეთს ელაპარაკებიან გუდიაშვილის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიქმნება

"წელს არ არის ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას", — განაცხადა კაკაურიძემ.

პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა — 12,5%-ით და 180 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის ზაფხულში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზევით პირებისთვის. დაგროვებითი პენსიების სისტემით, მისი გადახდა პირის პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება.

იხილეთ ასევე: „პენსიები საქართველოში — გადარჩენის ინსტრუქცია" >>>

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნება სოციალურ სისტემასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე 2 მილიარდ 465,9 მილიონი ლარის დონეზე იგეგმება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 27,9 მილიონი ლარით მეტია.

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე? - Sputnik საქართველო
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

 

ყველა ახალი ამბავი
0