თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც, მთავრობის თმით, ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს, საქართველოში 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, როგორ უნდა გაიცეს დაგროვებითი პენსია.
დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მისი ამოქმედებისთანავე შეუძლია ნებისმიერ დასაქმებულს პირველივე ხელფასის ჩარიცხვის მომენტიდან. სისტემასი მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ყველა პირისათვის, ხოლო აღნიშნული ასაკის ზომოდ პირებს მონაწილეობა სურვილისამებრ შეუძლიათ. ამასთან დამსაქმებელს დასაქმებულის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. თვითდასაქმებულებს თანხების გადარიცხვა თავის პენსიაზე სურვილისამებს შეეძლებათ.
საპენსიო ასაკის მიღწევამდე სისტემის ყველა მონაწილის დაგროვებული საპენსიო თანხები საინვესტიციო პროექტებში ჩაიდება. მომავალი პენსიების ინვესტირებას საპენსიო სააგენტოსთან არსებული საინვესტიციო საბჭო განახორციელებს.
ინვესტირება განხორციელდება ფულად საშუალებებში, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ადგილობრივი ხელისუფლების ფასიან ქაღალდებში, საწარმოთა ფასიან ქაღალდებში, საინვესტიციო ფონდებში. ინვესტიციების პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება.
პენსიის დაგროვების სქემა
წარმოდგენილი სქემით, დასაქმებული და დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ.
სახელმწიფო გადარიცხავს 2%-ს, თუ პირის წლიური ხელფასი ან შემოსავალი 24 000 ლარს არ აღემატება, ხოლო 1%-ს, თუ წლიური შემოსავალი 24000-დან 60 000-მდე ლარს შეადგენს.
გაგუას პროგნოზებით, ამ სისტემის დროს პენსია გასამმაგდება, და ხელფასისა და პენსიის შეფარდება 40%-ს შადგენს. დღეისათვის ეს ციფრი 18%-ს შეადგენს.
პენსია იმ კომერციულ ბანკებში დაგროვდება, რომლებშიც დასაქმებულს ხელფასი ერიცხება.
როგორ გაიცემა დაგროვებული თანხები
საპენსიო ასაკის დადგომისთანავე დაგროვებითი პენსია საბაზისო პენსიათან ერთად სამი ხერხით გაიცემა.
დაგროვებითი პენსიის გაცემის პირველი სახე — ერთჯერადი გაცემის მექანიზმი. ის იმათთვის იმოქმედებს, ვინც სისტემას გვიან შეუერთდა. თუ დაგროვებული თანხა მცირე აღმოჩნდება, ადამიანი მთლიანი თანხის აღებას შეძლებს. მთლიანი დაგროვებული პენსიის ასაღებად ხელმისაწვდომი თანხის ოდენობას საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.
პენსიის გაცემის მეორე სახე — კომერციული. პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანი სპეციალურ პეოდუქტს იმ სადაზღვევო კომპანიისგან შეიძენს, რომელიც კომერციული სექტორის მიერ შეთავაზებული გარკვეული ოდენობის პენსიის მუდმივი მიღების გარანტიას იძლევა.
მესამე სახეობა — სახელმწიფო. საპენსიო სააგენტო დაადგენს თითოეული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადას და ფულად თანხებს ამ ვადიდან გამომდინარე გაანაწილებს. ამასთან შესაძლებელი გახდება სიცოცხლის სტატისტიკური მაჩვენებლის გახანგრძლივება.
დაგროვებითი პენსიის რისკები
ნიკოლოზ გაგუას მონაცემებით, დაგროვებების დროში ინდექსაცია არ მოხდება. ინდექსირებას მხოლოდ საბაზისო პენსია დაექვემდებარება. საბაზისო პენსიის ინდექსაციის და შესაბამისად მისი გაზრდის წესებს განსაზღვრავს კანონი, რომელსაც მთავრობა წლის ბოლომდე წარადგენს.
მინისტრის მოადგილის მონაცემებით, საქართველოში ინფლაციის დიდი ზრდა მოსალოდნელი არ არის, ამიტომ დაგროვებებს გაუფასურება არ ემუქრება.
მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-ს შეადგენს, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა — 6%-ს.