საპენსიო რეფორმა საქართველოში - როგორ უზრუნველვყოთ უდარდელი სიბერე

© Sputnik / Denis Aslanovხანდაზმული მამაკაცი ისვენებს ძაღლის სკულპტურის გვერდზე აღმაშენებლის გამზირზე
ხანდაზმული მამაკაცი ისვენებს ძაღლის სკულპტურის გვერდზე აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასაქმებული დაგროვილი პენსიის გამოყენებას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეძლებს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომლის თანახმად ქვეყანაში საპენსიო უზრუნველყოფის ახალი სისტემის შემოღება იგეგმება.

კანონპროექტის თანახმად, საპენსიო თანხების დაგროვებაში მონაწილეობას მიიღებს სამი სუბიექტი — დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსია 2019 წლიდან გაიზრდება

ახალი წესების თანახმად, თითოეული მოქალაქისთვის გაიხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თავად დასაქმებული და დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს გადარიცხავენ. თვითდასაქმებულები კი თავისი შემოსავლიდან 4%-ს გადარიცხავენ. სახელმწიფო გადარიცხავს 2%-ს, თუ პირის წლიური ხელფასი ან შემოსავალი 24 000 ლარს არ აღემატება, ხოლო 1%-ს, თუ წლიური შემოსავალი 24000-დან 60 000-მდე ლარს შეადგენს.

დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მისი ამოქმედებისტანავე შეუძლია ნებისმიერ დასაქმებულს პირველივე ხელფასის ჩარიცხვის მომენტიდან. ამასთან დამსაქმებელს დასაქმებულის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის სასარგებლოდ გადარიცხვაზე უარს განაცხადებს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მისი თანხები დაიბლოკება და შესაბამისი თანხა საპენსიო სააგენტოში დასაქმებულის ანგარიშზე გადაირიცხება.

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე? - Sputnik საქართველო
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

დაგროვებითი სისტემის მართვისა და ადმინისტრირებისათვის შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომელიც დაგროვებითი პენსიის სისტემაში დასაქმებულსა და დამსაქმებელს დაარეგისტრირებს და სისტემის თითოეული მონაწილისათვის საკუთარ ანგარიშს გახსნის.

სისტემაში ჩართულ პირთა ან მათ მემკვიდრეთა ინტერესების შესაბამისად სააგენტო ასევე საპენსიო აქტივების მართვას განახორციელებს.

გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩი“ საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს

სააგენტოს უხელმძღვანელებს სადამკვირვებლო საბჭო, რომელშიც მთავრობის სამი წევრი და საინვესტიციო საბჭოს დირექტორი შევა.

სააგენტო საპენსიო აქტივებს დააბანდებს ფულად საშუალებებში, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, ადგილობრივი ხელისუფლების ფასიან ქაღალდებში, საწარმოების ფასიან ქაღალდებში, საინვესტიციო ფონდებში. ინვესტიციების წარმატებით დაბანდების მიუხედავად, ის ვალდებული იქნება თითოეულ დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე დაგროვებული თანხები დაუბრუნოს.

საპენსიო აქტივების მართვის მიზნით საპენსიო სააგენტოში შეიქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას განახორციელებს. საბჭო პასუხს აგებს იმ საინვესტიციო სამსახურისა და კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც საპენსიო აქტივების მართვით იქნებიან დაკავებული.

იკითხეთ ასევე: საპენსიო სისტემის რეფორმა: დავაგროვოთ და მოგვეცემა?! >>

კანონპროექტი ძალაში შევა 2018 წლის 1 სექტემბერს. მანამდე კი მთავრობა საპენსიო სააგენტოს შექმნის.

გავრცელებული ინფორმაციით, საპენსიო სააგენტო პირველი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებაზე იქნება, შემდგომში არსებობას უკვე მოქალაქეების შემოსულობების ხარჯზე შეძლებს. კანონპროექტის ავტორები ელოდებიან, რომ მისი ამოქმედებიდან პირველი ფისკალური წლის განმავლობაში შენატანების საერთო ჯამური თანხა 400 მილიონ ლარს შეადგენს.

 


ყველა ახალი ამბავი
0