„გირჩი“ საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს
„2018 წლიდან დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომელმაც თითქოს 30-40 წლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დღეს დასაქმებულების უზრუნველი სიბერე, სინამდვილეში წარმოადგენს მთავრობისა და ბანკების შეთანხმებულ და წინასწარ გააზრებულ ფინანსურ სქემას, რომლის მიზანია ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფა რიგითი მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით ლარით “- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც ხელფასიდან გადარიცხული ფულადი თანხების დაგროვებას ითვალისწინებს, 2018 წლის ზაფხულში ამოქმედდება.
ახალი წესების თანახმად, თითოეული მოქალაქისთვის გაიხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თავად დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს გადარიცხავენ.