ირაკლი პეტრიაშვილს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

გამოწერა
პეტრიაშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობის გამო საქართველო ყოველწლიურად მშპ-ის 4-6% კარგავს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „რადიო კომერსანტის“ ეთერში.

„ევროკავშირის ექსპერტების დასკვნა არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველო ყოველწლიურად 4-6% კარგავს მთლიანი შიდა პროდუქტის, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები“, — განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გურჯაანში უბედურ შემთხვევას ახალაგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციას. პრობლემაა ისიც, რომ კანონპროექტში ჩადებულია არაეფექტური სანქციების მექანიზმი. საწარმოში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი განმეორებითი შემოწმების და ობიექტის მიერ დარღვევის გამოსწორების ნახვის შესაძლებლობა არ არსებობს და ა.შ. 

ირაკლი პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ მას Nike-ის და Adidas-ის ოფიციალური წერილი აქვს, სადაც ისინი წერენ როგორც მინიმალური ხელფასის, ისე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რის გამოც მათი შემოსვლა ქართულ ბაზარზე შეუძლებელია, სანამ ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით  თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი პროფკავშირების ორგანიზებული იყო. 13 თებერვალს აქციაზე სლოგანით „გახადე შრომა უსაფრთხო“  რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია 14 თებრვალსაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი — „აუდიტორია 115“  დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლების მხარეს იჭერს, რომლებიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის გამკაცრებაში დაინტერესებული არ არიან.


ყველა ახალი ამბავი
0