გურჯაანში უბედურ შემთხვევას ახალაგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი, საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათს აღწევს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გურჯაანში, სპირტის ქარხანაში მიმდინარე მშენებლობაზე 26 წლის მამაკაცი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, დათო ოდიკაძე  შემდუღებლების დახმარებას ცდილობდა, მათ სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა. 

გარდაცვლილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. ბრალდებას უარყოფს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის განმარტებით, ახალგაზრდას შემდუღებლებტან მუშაობა არ ევალებოდა.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი, საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათს აღწევს. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.

„აუდიტორია 115-ის  აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
აქცია თბილისის ცენტრში - მომიტინგეები შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

საქართველოს პარლამენტში განიხილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს.15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს.

საქართველოს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული მცირე ჯარიმები შედეგს არ გამოიღებს.

უფლებადამცველებმა ევროკომისარებს თხოვნით მიმართეს, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობაში ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთონ.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
ვაკეში მშენებლობიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა

კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ალაპარაკდნენ შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საშიშ წარმოებაში.

მანამდე, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ კანონპროექტზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიანი სამუშაოები არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყონებლივ ჩარევას საჭიროებს.

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით  თბილისში საპროტესტო აქცია 14 თებრვალს გაიმართა. აქციის ორგანიზატორი — „აუდიტორია 115“  დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლების მხარეს იჭერს, რომლებიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის გამკაცრებაში დაინტერესებული არ არიან.


ყველა ახალი ამბავი
0