აქცია თბილისის ცენტრში - მომიტინგეები შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

© STRINGER / Sputnik„აუდიტორია 115"-ის აქცია რუსთაველზე
„აუდიტორია 115-ის  აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლების მხარეს იჭერს, რომლებიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის გამკაცრებაში დაინტერესებული არ არიან

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა და ხელისფლებისგან შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“. მიტინგი ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან რამდენიმე საათის წინ დაიწყო, შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

პარლამენტის წინ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა: აქციის მონაწილეებმა ტრანსპორტის მოძრაობის გადაკეტვა სცადეს, რაშიც პოლიციელებმა მათ ხელი შეუშალეს, იუწყება აქციიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

© STRINGER / Sputnik„აუდიტორია 115“-ის მიტინგი რუსთაველის გამზირზე
Митинг Аудитории 115 на проспекте Руставели - Sputnik საქართველო
„აუდიტორია 115“-ის მიტინგი რუსთაველის გამზირზე

საქართველოს პარლამენტში განიხილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა კანონი ჯერჯერობით მიღებული არ არის.

აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება იმყოფება ბიზნესის წარმომადგენლების ზეგავლენის ქვეშ, რომლებსაც ზედმეტი რეგულაციები არ აწყობთ.

კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ალაპარაკდნენ შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საშიშ წარმოებაში.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0