ვაკეში მშენებლობიდან 26 წლის მუშა გადმოვარდა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „სიმეტრია” აწარმოებს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მუშა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია  „სიმეტრია” აწარმოებს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო („სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა"), რაც ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0