თბილისის ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩერდა

© Sputnik / Alexander Imedashviliელიტარული კომპლექსი King David და ახლაშენებული კორპუსები
ელიტარული კომპლექსი King David და ახლაშენებული კორპუსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმაღლესში, რომელშიც მომავალი მედიკოსები სწავლობენ, შესაბამისი მატერიალური ბაზის არარსებობის გამო სტუდენტები უნარ-ჩვევებს ერთმანეთზე სწავლობდნენ.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას — სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ავტორიზაცია შეუჩერდა.

ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება.

„ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება – გაუქმდეს სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ ავტორიზაცია“, — ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ჯეჯელავა: პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები უმაღლესებში ჩაბარებას შეძლებენ

ექსპერტებმა მატერიალური და ადამიანური რესურსებისა და საზოგადოებრივი პროგრამების სტანდარტების მონიტორინგი ჩაატარეს.

„დარღვეულია სტანდარტის თითქმის ყველა მოთხოვნები. დაფიქსირებული დარღვევები პირდაპირ დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან და ხარისხთან. უფრო კონკრეტულად, ხარვეზები ეხება საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც თითქმის არ მიმდინარეობდა, საბიბლიოთეკო რესურსები დასაწყობებულ მდგომარეობაშია და რესურსების გამოყენების ფაქტები, შესაბამისად, არ ფიქსირდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ექსპერტებმა ანგარიშში აღნიშნეს, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში პრაქტიკული მეცადინეობისთვის არ არსებობს სათანადო ბაზები. მაგალითად, „ჰიპოკრატეში“ კლინიკური უნარ-ჩვევების გარკვეულ ნაწილს სტუდენტები ერთმანეთზე სწავლობენ.

სერიოზული დარღვევები აღმოაჩინეს ექსპერტებმა ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ორგანიზაციული მოწყობის ნაწილში, რომელიც მთლიანად შეუსაბამოა საგანმანათლებლო მიზნებთან.

აღნიშნული სასწავლებლების სტუდენტებს ექნებათ საშუალება სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დეტალები ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. აგრეთვე ცენტრი დაეხმარება სტუდენტებს კონსულტაციებითა და დაწესებულებებთან კომუნიკაციაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების ხარისხზე ზრუნვა სამინისტროს უმთავრეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

„ზოგადად დარღვევები ეხებოდა განათლების ხარისხს. ჩვენთვის მთავარ საზრუნავს სწორედ განათლების ხარისხი წარმოადგენს. სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას ყველა ოჯახს, ყველა სტუდენტს და ეს სიმართლე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია ის, ვისაც აქვს მაღალი აკადემიური ხარისხი“, — განაცხადა ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ არსებობს აპელაციის პროცესი და თუ ის სასწავლებლები, რომლებსაც ავტორიზაცია შეუჩერდათ, განცხადებებს შეიტანენ, აკრედიტაციის საბჭო მათ განიხილავს.

სამედიცინო-სასწავლო უნივერსიტეტი „ჰიპოკრატე“ სტუდენტებს სწავლას სთავაზობდა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტებზე. ხოლო „თბილისის საერთაშორისო აკადემიაში“ სტუდენტები ბიზნეს-ადმინისტრირებას და სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდნენ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0