ჯეჯელავა: პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები უმაღლესებში ჩაბარებას შეძლებენ

© FB/ Академия менеджиментаალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება პროფესიული განათლების პოპულარიზაციას განაგრძობს

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. მოსწავლეები, რომლებმაც მეცხრე კლასის შემდეგ პროფესიული სასწავლებლები დაამთავრეს, სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

„9 კლასის შემდეგ გამოსულ ბავშვებს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძლებენ სწავლას, შესაძლებლობა ექნებათ, აიღონ სრული, 12 კლასის ატესტატი და, სურვილის შემთხვევაში, უმაღლესში გააგრძელონ სწავლა“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

2013 წლიდან საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება წარმოადგენს.

პროფსასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს — ამ ეტაპზე 37 პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალი. 2017 წელს კი დაგეგმილია ხობსა და სტეფანწმინდაში კიდევ ორი ფილიალის გახსნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

პროფესიული კოლეჯები საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს მრავალმხრივ სასწავლო პროგრამას, მათ შორის, დუალურ პროფგანათლებას სთავაზობს, რომელიც სწავლისა და მუშობის შეთავსების შესაძლებლობას იძლევა.

განათლებისა სამინისტრო პროფესიული განათლების პოპულარიზაციას სხვადასხვა დარგების დახმარებით, პრაქტიკული მეცადინეობებით, სრული დაფინანსებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებით გეგმავს.

მომავალში დუალური სისტემით სწავლის დიდი ნაწილი საწარმოებში გადაინაცვლებს და სტუდენტები მინიმალური ხელფასის აღებას შეძლებენ. პროცესში დამსაქმებლებიც არიან ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0