როგორ შეცვალა დონატელა ვერსაჩეს ერთმა სიტყვამ ქართველი მოდელის კარიერა

© FB / Tako Natsvlishviliთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოდელები ნელა, მაგრამ სწორად იკვალავენ გზას მსოფლიო პოდიუმისკენ

თბილისი, 15 თებერვალი  — Sputnik. მოდელი თაკო ნაცვლიშვილი განაგრძობს მსოფლიოს მოხიბვლას თავისი ქართული სილამაზით და მსოფლიო პოდიუმების დაპყრობას ახალი მოდელიორებისა და ბრენდების ყურადღების მიქცევით.

მოდელმა, სანამ მილანის, ნიუ–იორკისა და ლონდონის პოდიუმებს დაუბრუნდებოდა, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „იმედს“ და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა მსოფლიოს წამყვანი მოდელიორების – დონატელა ვერსაჩესა და ჯორჯო არმანის საყვარელი მოდელი.

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on Feb 15, 2018 at 5:13am PST

 

ქართველ მოდელს მოდის სამყაროში ახლა კარგად იცნობენ. თაკოსთვის საბედისწერო შეხვედრა დონატელა ვერსაჩესთან ოთხი წლის წინ პარიზის მოდის კვირეულზე მოხდა. მოდის ერთ–ერთმა გურუმ 16 წლის ქართველ მოდელს Bella უწოდა, რაც იტალიურად ლამაზს ნიშნავს და ამით თაკოს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

მოდის კვირეულზე თაკო ცნობილ ტოპ–მოდელებთან ერთად გამოდიოდა. ეს ქართველი მოდელისთვის პირველი პრესტიჟული ჩვენება იყო, რის შემდეგაც მისი კარიერა თავბრუდამხვევი სიჩქარით წავიდა.

დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ახალი კოლექციის ჩვენება - Sputnik საქართველო
მსოფლიო პოდიუმებზე მოხვედრის შანსი - საქართველოში ახალ მოდელებს ეძებენ

ამჟამად თაკო ნაცვლიშვილი საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად არის მიჩნეული. მიუხედავად შთამბეჭდავი კარიერისა, ის გაჩერებას არ აპირებს. თაკოს თქმით, მისი მთავარი მიზანია თეთრეულის ცნობილი ბრენდის, Victoria's Secrets–ის მოდელი გახდეს.

მან უკვე ორჯერ გაიარა კასტინგი, მაგრამ მსოფლიოში მოდის სამყაროს ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ შოუზე მოხვედრა ქართველმა ლამაზმანმა ჯერჯერობით ვერ შეძლო. თაკო დანებებას არ აპირებს. როგორც ის ამბობს, სამწუხაროდ, არ აირჩიეს, რადგან ზედმეტად „ბავშვური“ იყო, ორი წლის წინ ის ძალზე ახალგაზრდა იყო.

კასტინგები, ჩვენებები, უსასრულო გადაღებები – ყოველივე ეს თაკოს ხელს არ უშლის, სამშობლოში დაბრუნდეს, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ენატრება.

მოდელის თქმით, პერიოდულად ის ცდილობს, თუნდაც ორი კვირა გამოძებნოს, რათა დაბრუნდეს თბილისში, დაისვენოს და შემდეგ კი კვლავ მოდის სამყაროში გადაეშვას.

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on Jan 25, 2018 at 1:52pm PST

თაკო ნაცვლიშვილი მოდელისა და სამოდელო სააგენტო Look Models–ის დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. გოგონამ უკვე მოასწრო მრავალ ჩვენებაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, წარმოადგენდა Versace, Christian Dior, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto–სა და ბევრი სხვა სახელოვანი ბრენდისა და დიზაინერის სამოსს.
ქართველმა მოდელმა ასევე დაამშვენა მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალების Vogue და Harper's Bazaar–ის გარეკანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0