თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის ფინალურ ტურში ვერ გადავიდა

© coutesy of Tako Natsvlishviliთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Victoria's Secret-ის შოუ წელს შანხაიში გაიმართება. კასტინგში გამარჯვებულების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ-იორკში გამართული Victoria's Secret-ის შოუს კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, თუმცა საბოლოო სიაში ვეღარ მოხვდა. ამის შესახებ თაკომ სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის, მინდა იცოდეთ, რომ მართლა ძალიან ვაფასებ. სამწუხაროდ წელს უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა ამასთან ერთად დიდი გამოცდილებაც. წლევანდელი წარუმატებლობა არ ნიშნავს, რომ შემდეგ წელს დავნებდები, პირიქით, მეტი შემართებით გავალ და ამ წელს მაქსიმალურად გამოვიყენებ მოსამზადებლად“, წერს მოდელი.

თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მოდელი მონაწილეობდა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.

აღსანიშნავია, რომ თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე მოხვედრას ზედიზედ მეორე წელია ცდილობს.

მსოფლიო მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შოუ — Victoria's Secret-ის თეთრეულის შოუ — 2017 წლის ნოემბერში შანხაიში გაიმართება. ნიუ-იორკში გამართულ კასტინგებში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანები მონაწილეობდნენ.

კასტინგში გამარჯვებულების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„ანგელოზების“ დებიუტი 1998 წელს, ყოველწლიურ მეოთხე ჩვენებაზე შედგა.

მოდელებს „ანგელოზებს“ იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ყოველწლიური ჩვენების დროს, ტრადიციულად, პოდიუმზე ზურგზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფრთებით გამოდიან, რომლებიც პეპლების, ანგელოზების, ჩიტების და ფერიების ფრთებს ჰგავს.

Victoria's Secret-ის ანგელოზები მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელები არიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0