მინისტრთა კაბინეტი პოლიციელთა დანაშაულების საგამოძიებო სამსახურის შექმნას ემხრობა

© FB / Giorgi Kvirikashviliმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი ორგანო იქნება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.  საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმას ითვალისწინებს, რომელიც სავარაუდოდ, მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, იუწყება სააგენტო Новости-Грузия  იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.

საუბარი ეხება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ასევე ძალადობის მუქარას. 

 „იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი“, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

ახალი უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის აპარატის ბაზაზე შეიქმნება. სამსახური ფუნქციონირებას 2019 წლის იანვრიდან დაიწყებს. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებული ანგარიშები ხელმისაწვდომი გახდა

„გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული,“ — აღნიშნა   კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი სიტყვებით, ახალი საგამოძიებო ორგანოს შექმა 2014 წელს ევროკავშირთან საქართველოს  ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

 „ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი რეფორმები ასევე განხორციელდა პროკურატურაში. მოგეხსნებათ რომ მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს  სასამართლო სისტემაში“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა,  ახალი მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მეორე მხრივ კი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ ობიექტურობის შეგრძნება, უფრო სწორად, ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ. და რაც მთავარია, ახალი სამსახური განიხილავს მათ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. 

კანონპროექტის თანახმად, ახალი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. 

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საგამოძიებო ორგანო სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს გამოავლენს, სამართლებრივი დევნის  ფუნქცია კვლავ პროკურატურას რჩება.

 „დევნის ფუნქცია პროკურატურას რჩება, მაგრამ კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა გარანტია იმასთან დაკავშრებით, რომ, მაგალითად, თუ ინსპექტორ–გამომძიებელსა და ზედამხედველობის პროკურორს სხვადასხვა მოსაზრება ექნებათ –  დაიწყოს თუ არა დევნა, ამ შემთხვევაში ინსპექტორს შესაძლებლობა ექნება მთავარ პროკურორს მიმართოს, რომელიც ასეთი კონფლიქტის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებულ მოდელს ვიღებთ. ინსპექტორი ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება და ის აღმასრულებელი ხელისუფლების არცერთი სტრუქტურის დაქვემდებარებაში არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქართული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს.

ვინ უხელმძღვანელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, 2017 წლის ნოემბერში, როდესაც პარლამენტი ახალი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის ემზადებოდა, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაუქმებისა და უწყების მინისტრის, კახა კახიშვილის ახალ საგამოძიებო ორგანოში გადასვლის შესახებ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0