საქართველოში 3 500-მდე ყოფილი პატიმარი გადაარჩინეს

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ სოციალიზაციაში ეხმარება

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხუთწლიანი არსებობის პერიოდში დახმარება 3 375-მა ყოფილმა პატიმარმა მიიღო, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მუშაობის შეჯამებისას.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 2012 წლის ბოლოს შეიქმნა და მისი მიზანია ყოფილი პატიმრების დახმარება მკურნალობასა და დასაქმებაში. გარდა ამისა, მისი ამოცანაა განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვა. 

„ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მცირე რესურსებით 3 375 ყოფილი პატიმარი გადავარჩინეთ, და მათში რეციდივის დონე ძალიან დაბალია — სულ 4%. დანარჩენ ბენეფიციართა 96%-მა იპოვეს უსაფრთხო გზა იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც აქ იმყოფებიან — ესენი არიან ცენტრის თანამშრომლები და პატრნიორები“, — განაცხადა წულუკიანმა.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
პატიმრებს თავისუფლებისთვის მოამზადებენ

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ორი ორგანიზაციის დახმარება: UNISEF-ი — გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის, და საქველმოქმედო ორგანიზაციის „აფხაზეთი“. მათ პატიმრებისთვის პირველი გრანტები გამოყვეს და მათ დასაქმებაში დაეხმარნენ.

ამასთან მინისტრმა ცალკე გამოყო ცენტრის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ყოფილ პატიმრებს ტატუს უფასო მოცილებაში ეხმარება.

„ეს პროგრამა საჭიროა იმისათვის, რომ ყოფილ პატიმარს დასაქმების დროს არ მოუწიოს ხელების დამალვა იმის გამო, რომ მას ციხის ტატუები აქვს“, — განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა სხვადასხვა ტრენინგი, რომლებიც პატიმრებისთვის ტარდება, მათ შორის ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგი, რომლებიც ყოფილ პატიმრებს შემდგომ თავისუფალ ცხოვრებაში ეხმარება.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა არასრულწლოვანთა პროგრამა, რომელიც მართლმსაჯულების აცილების მიზნით საქართველოში 2011 წლიდან ხორცილოედება და ბავშვებს შორის დანაშაულის პრევენციაზე და სასჯელის არიდებაზეა ორიენტირებული.


ყველა ახალი ამბავი
0