პატიმრებს თავისუფლებისთვის მოამზადებენ

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატიმრების თავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულება საქართველოში იანვარში გაიხსნება

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. პატიმრებს, რომელთაც გათავისუფლებამდე ერთი წელი დარჩათ, 2018 წლის 1 იანვრიდან ახალ დაწესებულებაში მოათავსებენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, აითვისონ რაიმე პროფესია და თავისუფალი ცხოვრებისადმი ადაპტაცია შეძლონ, განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

„1 იანვრიდან გაიხსნება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ ერთი წელი. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ პროფესიებს. გარდა ამისა, დროებით დატოვონ დაწესებულება იმ შემთხვევაში, თუ იშოვიან სამუშაოს, ან სასწავლებელში ივლიან", — განაცხადა კახიშვილმა.

ხელბორკილი წინასწარი დაკავების საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში წლის დასაწყისიდან 14 პატიმარი გარდაიცვალა

გარდა მუშაობისა და სწავლისა, პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატოვონ დაწესებულება უქმეებსა და სადღესასწაულო დღეებში.

2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 9,4 ათასამდე პატიმარი იმყოფება.

ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმრების რისკის ხარისხისა და დაპატიმრების სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა — ღია, ნახევრად ღია და დახურული. ამ ბოლო ტიპის დაწესებულებებში მძიმე დანაშაულისა და ციხის შიდა განაწესის დაუმორჩილებლობისთვის იხდიან სასჯელს.

ყველა ახალი ამბავი
0