თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ციხეებში წლის დასაწყისიდან 14 პატიმარი გარდაიცვალა, მათგან ორმა თავი მოიკლა, განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.
ოქტომბრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 9 300-ზე მეტი პატიმარი იმყოფება.
„სამწუხაროდ, წელს ჩვენთან 14 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც ცხრა მოულოდნელი შემთხვევა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, დანარჩენები — ქალაქის კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ“, — განაცხადა კახიშვილმა პარლამენტში.
მისი თქმით, ზემოხსენებული ცხრა პატიმრიდან ორმა სიცოცხლე თვითმკვლელოობით დაასრულა.
„ჩვენ ავამოქმედეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში სპეციალური ჯგუფები აკვირდებინ პატიმრებს, გამოავლენენ რისკ-ჯგუფებს და მათთან მუშაობას იწყებენ. ამ სუიციდის პრევენციის პროგრამის წყალობით წელს 50 სიცოცხლე გადავარჩინეთ“, — განაცხადა კახიშვილმა.
ოთხშაბათს პარლამენტში მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრები წარდგნენ. ხუთშაბათს დეპუტატებს გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა მოუწევთ.