ვის დაუპირისპირებს ოცნება გიგი უგულავას?

© AP Photo / Shakh Aivazovგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, პიარის ღმერთი ორად გაყოფილი ნაციონალებიდან ევროპელ დემოკრატებს გაჰყვა თან...

გიგი უგულავამ სწორედ ასეთი სწორი პიარ-სვლა გააკეთა და გელათში შეკრებილ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას დავით აღმაშენებლის საფლავზე ეჩვენა. ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამით ოფიციალურად გახსნა წინასაარჩევნო კამპანია. უგულავამ პოლიტტექნოლოგიები შესანიშნავად იცის, კრემლთანაც არ ყოფილა მწყრალად, ზურაბ წერეთლის მეშვეობით და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის საგაზაფხულო უკმაყოფილებას ხელისუფლებით, არც ცუდი შანსები არა აქვს. თანაც, ხონში საკმაოდ კარგი პოზიციების მქონე კაკო ბობოხიძეც გვერდში ჰყავს.

პარტიული მარცხის მიუხედავად ევროპელი დემოკრატები ფარ-ხმალს არ ჰყრიან. გავრცელებული ხმებით, მათ ყოფილი პატიმრის, თბილისის ყოფილი მერისა და სამეგრელოს გუბერნატორის, გიგი უგულავას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ უგულავამ გადაწყვიტა, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სცადოს ბედი და აპრილში გამოკლებულ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ცნობილია, ხონისა და ვანის მაჟორიტარი, გავლენიანი დეპუტატი და ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გრიგოლ ლილუაშვილი შემოდგომაზე უშიშროების უწყების მეორე პირად დაინიშნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
რეფორმები უმაღლეს სასწავლებლებლებში – ეშველება თუ არა ქართულ ალმა მატერთა რეიტინგებს

უგულავას წინააღმდეგ უკვე გაჩაღდა შავი პიარიც, მაგრამ მთავარი მაინც ის იქნება, ვის დაუპირისპირებს მას ხელისუფლება ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე. ის ვანელია და რაიონში საკმაოდ კარგი ავტორიტეტი აქვს, თუმცა ამჯერადაც ლორთქიფანიძეს, სავარაუდოდ, ოცნების ახალი რჩეულის მხარდაჭერა უფრო მოუწევს, ვიდრე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა. პარტიაში საუბრობენ ასევე იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძისა და მისი მოადგილის, დიმიტრი სამხარაძესთან დაახლოებული კადრის, გრიგოლ დალაქიშვილის კანდიდატურაზე. ასევე ნახსენები იყო ხონის ყოფილი გამგებლის, ჯემალ მებუკის გვარი, მაგრამ მასაც, ლორთქიფანიძის მსგავსად, დაბალი შანსები აქვს, რადგან ძველი ბერძნული სიბრძნის მიხედვით, ქართული ოცნების ბოსები ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ოცნება" პრეზიდენტობას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს?

თითქოს ერთი შეხედვით დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მმართველი პარტიისათვის ერთი გამოკლებული ოლქის მაჟორიტარობა და ერთი მანდატი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ხონისა და ვანის წაგებით ქართული ოცნების უძლეველობის მითი შეიძლება, დაიმსხვრეს. ამას კი რამდენიმე თვეში საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევა უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისათვის. როგორც ჩანს, მარგველაშვილი ამ ომში აუცილებლად ჩაერთვება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილისაგან პირდაპირ მოითხოვს პრეზიდენტობის კანდიდატურად საკუთარი პერსონის წარმოჩენას. მას ეს ნამდვილად არაფერში სჭირდება. თუმცა ივანიშვილის პრეზიდენტობა ნამდვილად ბევრ პრობლემას მოხსნის. პირველი ისაა, რომ მას 2012 წლიდან 6 წლის შემდეგ ისევ მოუწევს საქართველოს შემოვლა და დღეს არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის აღება. მეორეც ისაა, რომ ის უშუალოდ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში და მოუწევს მასზე პასუხისმგებლობის აღება. ივანიშვილის კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველგვარ ინტიგას დაკარგავს. არავითარი სიურპრიზები და მეორე ტურის ალბათობა არ იქნება, მაგრამ ეს პროცესი ძალიან სასარგებლო შეიძლება, გახდეს ქვეყნის პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისათვის.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

ამიტომაც აპრილში, შეიძლება, ითქვას, პოლიტიკური პარტიები საკუთარ შესაძლებლობებს ხონსა და ვანში გამოცდიან. უგულავას კი ნამდვილად სერიოზული კანდოდატურის დაპირისპირება დასჭირდება, რათა მმართველმა პარტიამ დამაჯერებლად მოიგოს. აქ ყოველგვარ გარიგებაზე ხმები გადაჭარბებულია, რადგან ინფრაქტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ლამისაა, ყოველ კვირაში დადის იმერეთში, რათა ხელისუფლების ნაკეთები სიკეთეები დაანახოს ხალხს. ზუსტად არ ვიცი, რა აკავშირებს გიგი უგულავას ხონსა და ვანთან, მაგრამ ეს  ისტორიული კუთხე რომ მისთვის ვატერლოო გახდება, ფაქტია. არჩევნები კი მუდამ ახალისებს პოლიტიკურ პროცესებს და ხალხს, რომელსაც პური უჭირს და სანახაობა მაინც უნდა შესთავაზონ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0