ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართალია, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 9 თვე დარჩა, მაგრამ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ბუნებრივია, საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებას იწყებს.

გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, მიხეილ ჯანელიძე, სალომე ზურაბიშვილი, თეა წულუკიანი, არჩილ თალაკვაძე, რამდენიმე საათის წინ, რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და ლადო პაპავაც კი დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებად…

ოპოზიციიდან ჯერჯერობით არჩევნებში ჩართვის სურვილი ალეკო ელისაშვილმა და შალვა ნათელაშვილმა გამოთქვეს. სავარაუდოდ, საკუთარი კანდიდატურა ეყოლებათ „შენების მოძრაობას“ და პატრიოტთა ალიანსს. ევროპელ დემოკრატებში თურმე, დიდი ხანია, ბჭობენ, ვინ დაასახელონ ამ პოსტზე: ნაცადი დავით ბაქრაძე, რომელსაც არა აქვს ცუდი რეიტინგი, თუ უფრო გაბედული გიგი უგულავა. როგორც ჩანს, ნაციონალებიც დაასახელებენ საკუთარ კანდიდატურას, მაგრამ მანამ სავარაუდოდ მათი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატს უკრაინა საქართველოს გადმოსცემს, ეს კი უდავოდ გაამძაფრებს მოვლენებს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს?

ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიკისა და პარტიების მიმართ დიდი იმედგაცრუებაა. ამ ფონზე ხალხი ფიქრობს, რომ ოპოზიციას გამარჯვება გაუჭირდება. ამიტომაც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს სახელისუფლებო კანდიდატი და თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ მას ივანიშვილი შეარჩევს.

დეკემბრამდე არსებობდა მყარი აზრი, რომ სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ატეხილი სკანდალის გამო, მან კატეგორიული უარი განაცხადა — არ მსურს პრეზიდენტობაო. ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა დროის საკითხია. „მას შეეძლო, წასულიყო რბილად, ანუ გადაენაცვლებინა პრეზიდენტის სავარძელში, ან წავიდეს ახლა უფრო მწვავედ, მაგრამ წავიდეს“, — აცხადებს გია ხუხაშვილი.

პრემიერის განცხადება ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს წინააღმდეგ აგორებულ პიარს მოჰყვა, როცა აუდიტის სამსახურის მიერ ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებული უარყოფითი დასკვნა გამოქვეყნდა. მაშინ ითქვა, თითქოს ეს სკანდალი სერგეენკოს საპრეზიდენტო შანსების დასაკარგად მოუწყვეს. პრემიერმაც და სერგეენკომაც თავად გამორიცხეს ასეთი ალბათობა და სავარაუდო თავდასხმებიც, შეძლებისდაგვარად…

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
სკანდალი ვაქცინების ირგვლივ: ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

კიდევ ერთი სახელისუფლებო გუნდი, რომელსაც პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა შეიძლება ჰყავდეს —  კალაძის გარშემო წარმოქმნილი დაჯგუფებაა. მართალია, თავად კალაძე კატეგორიულად ცდილობს უარყოს, რომ ოცნებაში განსხვავებულ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის, მაგრამ თბილისს ცრემლების არ სჯერა. ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მას საკმაოდ მსხვილი დაჯგუფება და დასაყრდენი ჰყავს. მასთან ყველაზე დაახლოებული, ყველაზე გავლენიანი ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და მათი მძახალი ვანო ზარდიაშვილი დღეს პარლამენტს, ფაქტობრივად, ტონს აძლევენ. ამ ფონზე გაჟღერდა, რომ არჩილ თალაკვაძეს საპრეზიდენტო ასაკი უკვე შეუსრულდა და მისი კანდიდატურა შესაძლოა, ხელმწიფის კარზე განხილვის საგანი გახდეს. მით უმეტეს, რომ მას ყოფილი შეფის, ვახტანგ გომელაურისა და ძალოვანი სტრუქტურების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა გამორიცხა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა

გუშინ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც. მისი ვერსიით, სალომე ზურაბიშვილის მცდელობას და პარიზში ვიზიტს უშედეგოდ ჩაუვლია და ივანიშვილი ახლა ორ კანდიდატურას იხილავს: დავით საგანელიძე მას თურმე ლადო პაპავას კანდიდატურას სთავაზობს, ძველი საბჭოთა ინტელიგენცია კი ირაკლი აბაშიძის შვილს — დიპლომატ ზურაბ აბაშიძეს.

ძნელი სათქმელია, ვის სჭირდებოდა ამ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა სავარაუდოდ, თუკი დიპლომატის დასახელებაზე მიდგა საქმე, აბაშიძეზე დიდი შანსები ისევ მიხეილ ჯანელიძეს აქვს, რომელსაც საბჭოთა წარსულს ვერ გაუხსენებენ და იგივეს გააკეთებს, რასაც აბაშიძე.

ზოგადად, ახალგაზრდა კადრების შერჩევა ქართული ოცნების სტილია. რაც შეეხება ლადო პაპავას, ის ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურის სტილშია — გაწონასწორებული მეცნიერი კაცი, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორობისას უკვე გამოავლინა განსხვავებული ხასიათი და ახლა მის კანდიდატურაზე სერიოზული საუბარი არა გვგონია შედგეს.

კიდევ ერთი ვერსია ირაკლი ღარიბაშვილის მოლოდინია, თუმცა მისი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს არ იყო გათვალისწინებული და მასაც, სავარაუდოდ, ნაკლები შანსები აქვს.

მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება თავის ფალავანს რაც შეიძლება გვიან წარადგენს, რათა არჩევნებზე ნაკლები რესურსები დახარჯოს — დაახლოებით მაის-ივლისში.

რაც შეეხებათ არასახელისუფლებო კანდიდატებს, ვფიქრობ, აქ ყველაზე სერიოზული შანსები მაინც ამჟამინდელ პრეზიდენტს და მასთან დაახლოებულ წრეებს უნდა ჰქონდეთ. თუ მარგველაშვილმა მოახერხა თავის გარშემო ივანიშვილისგან უარყოფილი პოლიტიკური ძალების გაერთიანება და დასავლური ინტერესების კონსოლიდაცია, გამორიცხული არაა, სერიოზულ კონკურენტად იქცეს სახელისუფლებო ელიტისათვის…

მაშ ასე, წინ სერიოზული ბატალიები გველის, რადგან ამ არჩევნებში მიღწეულ შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური