სკანდალი ვაქცინების ირგვლივ: ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი

გამოწერა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016-2017 წლებში ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 200 დოზა ვაქცინა გამოიყენეს

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და უარყო ქვეყანაში სახიფათო ვაქცინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2016–2017 წლებში ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინის 29 200 დოზა გამოიყენეს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შეძენილი იქნა პრეპარატი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა. შესაბამისად, პრეპარატს არ შეეძლო საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების მოპოვება. მიუხედავად ამისა, სპეციალურმა კომისიამ პრეპარატის ბაზარზე დაშვების უფლების მოპოვება შეძლო.

ვაქცინიზაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში საშიში ვაქცინა მასშტაბურად გამოიყენეს – აუდიტის ანგარიში

„ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენჯერმე აქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისათვის. გუშინწინ სპეციალური სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა კოლეგებმა დაუსაბუთეს იმ საკითხის მართერბულობა, რაზეც აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ დღეს გამოიწვია აჟიოტაჟი“, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აუდიტის სამსახური ცენტრის არგუმენტებს დაეთანხმა და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.

„მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საზოგადეოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის დისკრედიტაცია, რაც დაკავშირებულია იმუნიზაციასა და ვაქცინაციასთან“, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მედიცინის ისტორიას ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინაციაზე უკეთესი ინტერვენცია ჯერ არ მოუგონია. სწორედ ამან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

ბავშვები როლიკებზე - Sputnik საქართველო
ექიმი: დედების შიშები ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით მცდარია

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურს პუბლიკაციაში არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, და არა სხვა აცრაზე, რომელიც ბავშვებს გეგმიურად უკეთდებათ.

„ეს ეხება ცოფს, მოგეხსენებათ, ეს გახლავთ 100%-ით სასიკვდილო დაავადება. ცოფი იმართება მხოლოდ ვაქცინების საშუალებით“, — აღნიშნა მან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი წყვეტა ვაქცინებით მომარაგებაში არ ყოფილა. პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში, ბოლო სამ წელში ცოფით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ვაქცინა შემოვიდა 2015 წელს ყველა წესის დაცვით, რომლებსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. შემდგომში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მხრიდან ვაქცინის პრედაკვალიფიკაცია მოხდა.

ეს ვაქცინა გამოიყენებოდა მთელი 2015 წლის განმავლობაში და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის მომენტიდან მის ამოღებამდე არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ დაფიქსირებულა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარში ჯანმო-მ გამოითხოვა ამ პრეპარატის პრეკვალიფიკაცია. პრეკვალიფიკაცია — ეს არის მომსახურება, რომელსაც ჯანმო სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფღთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად ახორციელებს.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
აცრების დრო დადგა – საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანეს

„ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაქცინის ამოღება დაუყოვნებლივ უნდა ამოღებულიყო. ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის ვაქცინის გარეშე დატოვება წარნოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის გამოდგეს სასიკვდილო“, — განაცხადა გამყრელიძემ და დაამატა, რომ ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ დაუშვებდა.

თვენახევრის შემდეგ, მას მერე, რაც ჯანმო-მ პრეპარატის პრეკვალიფიკაცია გამოითხოვა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაციებისა და არა ჯანმო-ს იმპერატიული განცხადების საფუძველზე აღნიშნული ვაქცინა ახლით ჩაანაცვლა. 2016 წლის მარტში ქვეყანაში უკვე ახალი ვაქცინის გამოყენება დაიწყეს.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ 1990 წლებში საქართველოში ყველწლიურად ცოფის დაავადების 10-15 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დაავადების პიკი 1996-1997 წლებში იყო, როდესაც ცოფით 21 ადამიანი დაავადდა. შემდგომში ყოველწლიურად სამიდან ხუთ შემთხვევამდე ფიქსირდებოდა. 2015 წლიდან ქვეყანაში ცოფით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„მე მოვუწოდებ აუდიტის სამსახურს, კიდევ ერთხელ გაიმართოს ჩვენთან შეხვედრა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტის სამსახურმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი განმარტება უნდა გააკეთოს“, — დასასრულს აღნიშნა გამყრელიძემ.


ყველა ახალი ამბავი
0