წელს თბილისს კიდევ 100 ახალი ავტობუსი შეემატება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსის გაჩერება
ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არსებული ავტოპარკი სრულად განახლდება და ძველ, ყვითელ ავტობუსებს 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ჩაანაცვლებს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 2018 წელს თბილისს 100 ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსი შეემატება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

„აუცილებელია ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა“,- განაცხადა თბილისის მერმა.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

კალაძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისში არსებული ავტოპარკი სრულად განახლდება და ძველ, ყვითელ ავტობუსებს 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ჩაანაცვლებს. მისი თქმით, ახალი ავტობუსების შემოყვანა ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქებს.

„აუცილებელია, ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩავანაცვლებთ არსებულ ავტოპარკს 700 ახალი ავტობუსით“,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, სულ მცირე 100 ავტობუსის შემოსაყვანად  ბიუჯეტიდან თანხა უკვე გამოყოფილია.

ახალი ლურჯი ავტობუსი თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატება

„ამჟამად ვმუშაობთ მწარმოებლებთან, რომ დადგინდეს, თუ რა ტიპის ავტობუსების შეძენა იქნება მიზანშეწონილი ჩვენი ქალაქისთვის და უახლოეს პერიოდში მერია დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა წლის ბოლოს დედაქალაქში შემოვიდეს იმპორტირებული ავტობუსები", — განაცხადა კალაძემ.

უკრაინული „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით უკვე 10 წელზე მეტ ხანს გამოიყენება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭრით, 2017 წელს დაიწყო დედაქალაქის ავტოპარკის განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 143 ახალი, გერმანული კომპანია MAN-ის მიერ, საგანგებოდ თბილისისთვის აწყობილი ავტობუსები შემოიყვანეს.

თბილისში სულ 750 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. ყველაზე გრძელი მარშრუტი 30,4 კმ, ხოლო ყველაზე მოკლე 4,6 კმ შეადგენს. ერთ დღეში ავტობუსები სულ 109 500 კილომეტრს ფარავს და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდება.

ყველა ახალი ამბავი
0