თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს

გამოწერა
ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავდა მიზნად

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik.  კვირის გარკვეულ დღეებში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმოძრავებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში.

მერის განცხადებით, დედაქალაქის მერია მუშაობს ღამის თბილისის განვითარების კონცეფციაზე, რომელსაც თებერვლის ბოლოს წარადგენს. ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავდა მიზნად. 

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
სამარშრუტო მიკროავტობუსებს თბილისში ყველგან გაჩერება აეკრძალება

„ჩვენს ხედვას თებერვლის ბოლოს წარმოვადგენთ, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯი. იქნება ახალი ხედვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ცვლილებები იგეგმება ტაქსების მიმართულებითაც. გარკვეული დღეების განმავლობაში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს“, — განაცხადა კალაძემ.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსებს, მიკროავტობუსებს (ე.წ. მარშრუტკებს) და მეტროს მოიცავს. ავტობუსები, ჩვეულებრივ, 07:00  საათიდან 24:00 საათამდე მუშაობენ და მხოლოდ სპეციალურ გაჩერებებზე აჩერებენ. მეტროთი სარგებლობა კი 06:00 საათიდან 24:00 საათამდეა შესაძლებელი.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, მეტრო ყოველდღიურად საშუალოდ 370 000 ადამიანს ემსახურება, ავტობუსით კი დაახლოებით 300 000 ადამიანი სარგებლობს. რაც შეეხება მიკორავტობუსებს, დღესდღეობით თბილისს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით ყოველდღიურად 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0