სამარშრუტო მიკროავტობუსებს თბილისში ყველგან გაჩერება აეკრძალება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ და საპატრულო პოლიციამ მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხოების გეგმა შეიმუშავეს

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში სამარშრუტო მიკროავტობუსები ქალაქის 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში სამარშრუტო ტაქსების გაჩერება გაჩერების გარდა ადგილებზე უკვე იყო აკრძალული (2011 წლიდან), მაგრამ მძღოლებისა და მოსახლეობის პროტესტის გამო რამდენიმე თვეში ეს აკრძალვა გაუქმდა.

„გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს და ყვითელ სამარშუტო ტაქსებს მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ გაჩერება. ჩვენ თავიდან ავიცილებთ დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე ჩერდება მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს", — განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„შენი იდეა ქალაქის მერს“ – ახალი პროექტი თბილისის ახალი მერისგან

თბილისის მერიის სამსახურებმა საპატრულო პოლიციასთან ერთად შესაბამისი გეგმა შეიმუშავეს.

„მინდა ვთხოვო ტრანსპორტის სამსახურსა და კეთილმოწყობას, ამ კონკრეტულ ქუჩებზე განახორციელოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმისთვის, რომ გავაფართოვოთ მოსაცდელები, რათა იმ კონკრეტულ ადგილებზე საცობები არ შევქმნათ მიზანმიმართულად. ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი და ასევე საჭიროა ინფორმირება როგორც საზოგადოების, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსის მფლობელი კომპანიისა და მძღოლების, რომ რაიმე დისკომფორტი არ გამოიწვიოს არც მძღოლებში და არც მოსახლეობაში", — აღნიშნა კალაძემ.

დღესდღეობით თბილისს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსებით ყოველდღიურად 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0