ვითარება საბავშვო ბაღებში: თბილისის 33-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერდება

© FB / Kakha Kaladzeბზარი 33-ე საბავშვო ბაღის კედელზე
ბზარი 33-ე საბავშვო ბაღის კედელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღის ბოლოს დაიწყება და უქმე დღეებში გაგრძელდება.

თბილისის, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის 33-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერდება, ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში განაცხადა.

33-ე ბაგა-ბაღი გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა, თუმცა შენობის კედლებზე უკვე ბზარები გაჩნდა და ჭერიც დაზიანდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გიკო“, რომელიც აღნიშნულ საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, ამ ეტაპზე კიდევ ორ ახალ ბაღს აშენებს (ზუგდიდის ქუჩაზე და ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში), თუმცა კალაძის დავალებით მათ მიერ დაწყებული მშენებლობები შეჩერდება და დაიწყება მკაცრი კონტროლი, რათა სხვა ბაღებშიც  იგივე შედეგი არ დადგეს.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
ვითარება საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ზომების მიღებას მოითხოვს

ბაღის შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს. რაც შეეხება კედელზე გაჩენილ ბზარებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღის ბოლოს დაიწყება და უქმე დღეებში გაგრძელდება.

კომპანია „გიკოს“ წარმომადგენლებთან მერიაში შეხვედრა გაიმართა. ისინი მშენებლობისას დაშვებულ სერიოზულ შეცდომას კატეგორიულად გამორიცხავენ.

„ვიყავით მერის მოადგილესთან, შევხვდი და მითხრა, რომ არის რაღაც დეფექტები, რომელსაც აქვს საგარანტიო ვადები და მოგვარდება ჩვეულებრივად… ერთ ადგილას წყალმა გაჟონა მილიდან და არის ერთი კვადრატული მეტრის ჭერი შესაღები,“ — განაცხადა კომპანია „გიკოს“ წარმომადგენელმა, პაატა ფოცხვერაშვილმა.

დედაქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ვითარება ბოლო დროს ხშირად განიხილება. იანვარში თბილისის ოთხ საბავშვო ბაღში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა. გარდა ამისა, მშობლების ნაწილი და ოპოზიცია კვების ახალი სტანდარტებით უკმაყოფილოა. ამასთან ერთად, თბილისის №152 ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა.

დაჭრილი პური - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში პურში დანის პირი აღმოაჩინეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა მშენებლობების ხარისხს. მისივე განცხადებით, არანაირი დათმობა არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე პატარებსა და მშენებლობას ეხება.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ სიტუაცია თბილისის საბავშვო ბაღებში არადამაკმაყოფილებელია და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის გადადგომის საკითხს აყენებენ.


ყველა ახალი ამბავი
0