თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში პურში დანის პირი აღმოაჩინეს

CC0 / Pixabay / დაჭრილი პური
დაჭრილი პური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, პურში ნაპოვნი ბასრი დანის ამბავი ბაღის ადმინისტრაციამ მშობლებს დაუმალა.

თბილისი, 2 თებერვალი —Sputnik. თბილისის მე-100 საბავშვო ბაგა-ბაღში პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პურში ნაპოვნი ბასრი დანის პირის ამბავი ბაღის ადმინისტრაციამ მშობლებს დაუმალა.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით კომპანია „ნილი" ამარაგებს. პურ-პროდუქტები კომპანიის საცხობში ცხვება და შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაწილდება. „ნილის" დირექტორი, კახა გიორგაძე მომხდარ ფაქტს დივერსიას უკავშირებს  და აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა.

„ჩვენ ბაღებს დაჭრილ პურს ვაწვდით. ამ საჭრელ დანებს შორის არის სანტიმეტრნახევარი შუალედი. წარმოუდგენელია, რომ პურთან ერთად დანის პირიც გაეჭრა პურის საჭრელ დანას. გარდა ამისა, ჩვენი სატენდერო მოთხოვნაა, რომ იყოს ოთხკუთხედი პური თანაბარ ნაჭრებად დაჭრილი. რა ფოტოც გავრცელდა, ის ჩვენს მიერ წარმოებულ პურს არ შეესაბამება”, — განაცხადა  გიორგაძემ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის არსაზრდელები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ

გიორგაძე ვარაუდობს, რომ მომხდარი ფაქტი, შესაძლოა, კონკურენტ კომპანიებს უკავშირდებოდეს. მისივე მტკიცებით, ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანია „ნილს“ საკვები შეაქვს.

შსს გასაღებების მოპარვის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 177-ე — ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება  2018 წლის იანვრის დასაწყისში გაუფორმა და იგი 15 იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მოემსახუროს. ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია „ნილის“ მომსახურების ღირებულება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0