თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის არსაზრდელები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა გახდა მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისში საბავშვო ბაღში „იმედი“ ხუთი ბავშვი შეუძლოდ გახდა, სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაგა-ბაღი „იმედი“ თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარეობს.  ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, აღსაზრდელებს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებოდათ — პირღებინება და სისუსტე. სამი აღსაზრდელი ბავშვთა მესამე საავადმყოფში გადაიყვანეს, ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
ვითარება საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ზომების მიღებას მოითხოვს

მესამე ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა, თამარ გაბრიჩიძემ პირველ არხს განუცხადა, რომ ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები, ამჟამად სამივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„გამოხატული იყო სიმპტომურად გულის რევა, პირღებინება, ჰიპოდინამია, სიფერკმთალე, საავადმყოფოშიც რამდენჯერმე განმეორდა ღებინება, დაწყებულია მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით. მიდის იმფუზური თერაპია, გაკეთდა სისხლის ანალიზი. საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან. მუსირებს აზრი, თითქოს ბაღში მიიღეს რაღაც საკვები პროდუქტი, თუმცა ვირუსული ინფექციებით დღეს უამრავი ბავშვი შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დამახასიათებელი სიმპტომებით”, – განაცხადა თამარ გაბრიჩიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი — ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიულ შემოწმებაზე.

ადგილზე იმყოფებოდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე. 


ყველა ახალი ამბავი
0