საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მაროკოსთან ანგარიშით 0:2 აგებს

© photo: Nikoloz Basilashvili / FBსაქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევისის თასის პირველ სათამაშო დღეს გიორგი ცივაძემ ლამინ უაჰაბის დაუთმო, ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ამინ აჰუდას

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. დევისის თასზე მარაკეშში პირველი სათამაშო დღის შემდეგ ტურნირის მეორე ევრო-აფრიკულ ჯგუფში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მაროკოს გუნდთან ანგარიშით 0:2 აგებს.

პირველები „სამეფო საჩოგბურთო კლუბის“ კორტებზე გამოვიდნენ გიორგი ცივაძე (1082-ე ჩოგანი) და ლამინ უაჰაბი (591).

დაპირისპირების სასტარტო სეტი გარკვეულწილად თანაბარი გამოდგა. უაჰაბიმ მხოლოდ ერთ კომპენენტში აჯობა ქართველს — ჩაწოდებაზე მოგებული ქულების რაოდენობით. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაროკოელს სამი ბრეიკი გაეკეთებინა (ცივაძემ ერთ) და სეტი ანგარიშით 6:3 მოეგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი პლანეტის 60 უძლიერეს მოთამაშეთა სიაში შევიდა

მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე პარტიაც. დამაჯერებელი თამაშით და ტრიბუნების მხარდაჭერით უაჰაბიმ მეტოქის კიდევ ორი ჩაწოდება აიღო, რის შედეგად სეტი ანგარიშით 6:3 მოიგო. მეტიც, უაჰაბიმ მაროკოს ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ანგარიშით 1:0 დააწინაურა.

მეორე მატჩის წინ ქართველი ქომაგები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაპირისპირების ანგარიშს გაათანაბრებდა. ქართველი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც მისი ოპონენტი ამინ აჰუდა 698-ე პოზიციაზეა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა გამოცდილი ჩოგბურთელის შესაბამისად ჩაატარა — დამაჯერებლად, მკვეთრად, სიტუაციის სრული კონტროლით. შედეგად — ადვილი გამარჯვება 6:3.

რა დაემართა საქართველოს ნაკრების ლიდერს ორ მომდევნო პარტიაში, ახსნას არ ექვემდებარება. 20 წლის აჰუდა ბასილაშვილს აიძულებდა უამრავი არაიძულებითი შეცდომა ჩაედინა. გარდა ამისა, ქართველ სპორტსმენს ჩაწოდება აღარ გამოსდიოდა. განსაკუთრებით ეს იყო შესამჩნევი მესამე სეტში, როდესაც აჰუდამ ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო.

ამ ყველაფრის შემდეგ აჰუდამ მეორე და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით 6:3 მოიგო და მაროკოს ნაკრები მატჩში სამ გამარჯვებამდე ანგარიშით 2:0 დაწინაურდა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი სენსაციასთან ახლოს იყო, მაგრამ Australian Open-ზე დამარცხდა

4 თებერვალს, მეორე სათამაშო დღეს, ნაკრებებს შორის სამი მატჩი ჩატარდება. წყვილების შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსანდრე მეტრეველთან ერთად ლამინ უაჰაბის და იასინ იდმბარეკს დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ, თუ საჭირო იქნება, უაჰაბი ბასილაშვილს, ხოლო აჰუდა ცივაძეს შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები მაროკოსთან წააგებს, გუნდი დევისის თასის მეორე ევრო-აფრიკულ ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად რუმინეთი/ლუქსემბურგის წყვილის წაგებულს შეხვდება.

დევისის თასის მოქმედი მფლობელია საფრანგეთის ნაკრები.


ყველა ახალი ამბავი
0