ბასილაშვილი სენსაციასთან ახლოს იყო, მაგრამ Australian Open-ზე დამარცხდა

© FB / Nikoloz Basilashviliქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის მეორე წრეში გადასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 142 ათასი დოლარი გამოიმუშავა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიო რეიტინგში 61-ე ადგილი) ბრიტანელ კაილ ედმუნდთან (49) ხუთ სეტში დამარცხდა —  6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7 და „დიდი სლემის“ სერიის Australian Open-ის ტურნირს მესამე წრეში გამოეთიშა.

მატჩი სამნახევარ საათს გაგრძელდა.

პირველ სეტში „მელბურნ პარკის“ კორტებზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. თითოეულმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება თითოჯერ აიღო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. სამწუხაროდ, მე-13 გეიმში ბასილაშვილი ანგარიშით 0:7 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი Australian Open-ის მეორე წრეში პირველად გავიდა

ორ მომდევნო პარტიაში ქართველმა ჩოგბურთელმა წარმოადგინა ჩოგბურთი, რომელიც იდეალურთან ახლოს იყო. თითოეულ სეტში ბრიტანელის ჩაწოდებაზე ბასილაშვილი მეტად დამაჯერებლად მოქმედებდა და ორ-ორი ბრეიკი გააკეთა. სურათს აფუჭებდა ორმაგი და არაიძულებითი შეცდომების დიდი რაოდებობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველმა მოიგო — 6:3, 6:4.

მეოთხე სეტში ბასილაშვილმა, როგორც სჩანს, დასვენება გადაწყვიტა, რათა ძალები გადამწყვეტი პარტიისთვის დაეზოგა, და ამის შედეგად ბრიტანელმა მოიგო — 0:6.

ბასილაშვილისთვის მეხუთე სეტი ისტორიული შეიძლება გამხდარიყო. გამარჯვების შემთხვევაში, ის თავისი კარიერის განმავლობაში პირველად „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში გავიდოდა. მაგრამ ქართველს სულ ცოტა დააკლდა. მეცხრე გეიმში, როდედსაც ანგარიში 4:4 იყო, ბასილაშვილს ედმუნდის ჩაწოდებაზე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. მაგრამ ბრიტანელმა გაუძლო, და უკვე მე-12 გეიმზე მან თავად აიღო ბასილაშვილის ჩაწოდება, სეტი ანგარიშით 7:5 მოიგო და მეოთხე წრეში გადავიდა.

დამარცხების შემდეგ ბასილაშვილმა Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „დღეს მოროგი მძიმე მარცხი იყო — ვერაფერს იტყვი. მომდევნო რაუნდში ედმუნდს წარმატებას ვუსურვებ“.

Australian Open-ის მესამე წრეში გადასვლამ ბასილაშვილს 90 სარეიტინგო ქულა და 142 ათასი აშშ დოლარი მოუტანა. ეჭვგარეშეა, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 61-ე პოზიციაზე უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს.

მეოთხედფინალში გასვლაზე ედმუნდი იტალიელ ანდრეას სეპის (76) შეხვდება, რომელმაც დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში ხორვატ ივო კარლოვიჩს ანგარიშით 6:3, 7:6, 6:7, 6:7, 9:7 მოუგო.

Australian Open-ი 28 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 25 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო მოქმედი ჩემპიონია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.


ყველა ახალი ამბავი
0