ბასილაშვილი Australian Open-ის მეორე წრეში პირველად გავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში შეხვდება ბელგიელ რუბენ ბენელმანს, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 1176-ე ადგილი უკავია

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (61-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) "დიდი სლემის" — Australian Open სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში ავსტრიელ ჰერალდ მელცერს (102-ე) ოთხ სეტში მოუგო 6:3, 6:4, 2:6, 6:3 და პირველად თავისი კარიერის განმავლობაში ტურნირის მეორე წრეში გავიდა. ტურნირი მელბურნში მიმდინარეობს.

მატჩი თითქმის ორნახევარი საათი მიმდინარეობდა. ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი პირველი ჩაწოდების შემდეგ ბურთების 75% მოიგო. იგივე მაჩვენებელი მელცერთან 63%-ს არ აღემატებოდა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მატჩის მეორე პარტია, რომელშიც ქართველი სპორტსმენი 0:4 აგებდა, მაგრამ უდიდესი ნების წყალობით ექვსი გეიმი ზედიზედ მოიგო და მასთან ერთად — სეტიც.

მეორე წრეში გასვლით ბასილაშვილმა გამოიმუშავა 45 სარეიტინგო ქულა და პრიზი — 90 ათასი აშშ დოლარი.

Australian Open-ის პირველი რაუნდის გადალახვა ბასილაშვილმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო — ქართველმა ჩოგბურთელმა მელბურნის კორტებზე ორჯერ ითამაშა, მაგრამ ორჯერვე წარუმატებლად.

მესამე წრეში გასასვლელად ბასილაშვილი ბელგიელ რუბენ ბენელმანს (117) შეხვდება.

Australian Open 15-28 იანვრის პერიოდში იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 25 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0