კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბავშვებს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ კომპანია „ნილს" საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება 2018 წლის იანვრის დასაწყისში გაუფორმა და იგი 15 იანვრიდან ამოქმედდა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დედაქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ვითარება ბოლო დროს ხშირად განიხილება. მიმდინარე წლის იანვარში თბილისის ოთხ საბავშვო ბაღში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა. გარდა ამისა, მშობლების ნაწილი და ოპოზიცია კვების ახალი სტანდარტებით უკმაყოფილოა.

დაჭრილი პური - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღში პურში დანის პირი აღმოაჩინეს

თბილისის მერი კახა კალაძე სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს" მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას გამოეხმაურა. „ახალი საქართველო" მოუწოდებს პროკურატურას, საბავშვო ბაღებში კვების ტენდერის საკითხი გამოიძიოს.

მერის თქმით, საბავშვო ბაღების კვების ტენდერი თავიდან გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„საბავშვო ბაღების კვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „ნილმა", რადგან მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა, სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები, მისცა დისკვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა", — განაცხადა კალაძემ.

საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
ვითარება საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ზომების მიღებას მოითხოვს

თბილისის მერიამ კომპანია „ნილს" საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება 2018 წლის იანვრის დასაწყისში გაუფორმა და იგი 15 იანვრიდან ამოქმედდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მოემსახუროს. ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია „ნილის" მომსახურების ღირებულება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს.

„მესმის, რომ ბოლო დღეებში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით. თუმცა, თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშვებს. ყველაფერს მოყვება მკაცრი რეაგირება", – აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0