ჯანელიძე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება

© photo: Sputnikსაქართველოს ბიომეტრიული პასრპორტი
საქართველოს ბიომეტრიული პასრპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის წესები დიცვან

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას ევროკავშირი არ აპირებს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თავშესაფრის მაძიებელთა მხარდაჭერის ევროპის ბიუროს (EASO) მონაცემების მიხედვით, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან 2017 წელს 35%-ით გაიზარდა. 

„კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა მოქალაქეს, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა და შესაბამისად, აუცილებელია, დავიცვათ ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ გადაიხედოს ეს პირობები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
საქართველო და ევროკავშირი უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

2017 წლის ბოლოს ევროკომისიამ საქართველო იმისთვის შეაქო, რომ ის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ძირითადი პუნქტების შესრულებას აგრძელებს.

გარდა ამისა, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია გააგრძელოს საინფორმაციო კამპანიები უვიზო რეჟიმის წესების შესახებ, დაასრულოს პოლიციის რეფორმა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გაზარდოს.

ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს დაიწყოს შესრულება ხელშეკრულების „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ და ანტიდისკრიმინაციულ კანონში მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით შესწორებები შევიდეს.

მძარცველი - Sputnik საქართველო
ევროკომისიის ანგარიში: ევროკავშირს ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები აფორიაქებს

იანვრის ბოლოს „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საექსპერტო კომისია ევროპის საბჭოში აპირებს წარადგინოს მოხსენება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაც ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდ რაოდენობას უკავშირდება.  თუმცა, ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა.

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არაფერი ემუქრება.

ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წლის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.


ყველა ახალი ამბავი
0