საქართველო და ევროკავშირი უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის ძირითადი თემა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დეტალური შეფასება იქნება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში 5 თებერვალს გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაგეგმილი სხდომის თავმჯდომარე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი იქნება. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. ბრიუსელში მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაემგზავრება. 

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
უვიზოდ 99 ქვეყანაში, ანუ როგორ იზრდება ქართული პასპორტის ფასი

„შეხვედრაზე მოხდება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დეტალური შეფასება. იქნება საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის რელევანტურია. ეს არის უშიშროება, კონფლიქტების თემატიკა, დიალოგი უშიშროების შესახებ, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან დავიწყეთ. შეხვედრა შედგება ორი ნაწილისგან. ერთია, ასე ვთქვათ, დახურულ კარს მიღმა პატარა კონფიგურაციით შეხვედრა, სადაც უფრო კონფიდენციალური დიალოგი იმართება და, მეორე ნაწილი, რომელსაც უკვე წევრი სახელმწიფოებიც ესწრებიან“, – განაცხადა პირველ არხთან საქართველოს ელჩმა ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირში ნატალია საბანაძემ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს მთავრობის მეთაური და ანგარიშით წარდგებიან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები.

ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით.

2009 წელს საქართველო პროგრამა „აღმოსავლეთი პარტნიორობის" მონაწილე გახდა, რომელიც ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკურ ასოცირებასა და  ეკონომიკურ სიახლოვეს ითვალისწინებს.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

2017 წლის 28 მარტს ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.

ყველა ახალი ამბავი
0