დაჭრილი მოსწავლეები კვლავ საავადმყოფოში არიან

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციული განყოფილება საავადმყოფოში
რეანიმაციული განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდები გულის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არინ დაჭრილები

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ორი მოზარდი, რომლებიც გუშინ საღამოს თბილისში დაჭრეს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო), ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცნობილია, რომ ინციდენტი ყაზბეგის გამზირზე, ე. წ. წითელ ბაღთან მოხდა. სისხლიან გარჩევას უცნობებთან ურთიერთობების გამორკვევა უძღოდა წინ. მოზარდები, რომლებიც გულის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, 35-ე საჯარო სკოლის პარალელურ კლასებში სწავლობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მოზარდი საავადმყოფოში მეგობარმა მიიყვანა, ხოლო მეორე დამოუკიდებლად მივიდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„რაღაც გამოგვრჩა" - პრემიერი თბილისში სისხლიანი გარჩევის შესახებ

„ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ღამის განმავლობაში ჩატარდა ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები, რაც დღესაც გრძელდება. ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომ ტაქტიკაზე. მათთან ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება", — განუცხადა ჟურნალისტებს თეა თავართქილაძემ.

პოლიციამ დაჭრილების მეგობარი, ინციდენტის მოწმე დაკითხა, რომელმაც ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიიყვანა. დაკითხვაზე დასწრება სურდა ადვოკატს, თუმცა, უფლებადამცველების ინფორმაციით, პოლიციამ მას ასეთი შესაძლებლობა დროებით არ მისცა.

„რა უნდა იფიქრო, თუ არა ზეწოლა, თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როდესაც არასრულწლოვან, დაკავებულ პიროვნებას არ ახვედრებენ ადვოკატს", — განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

საქართველოს საპტრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ეკლესია მზად არის მოზარდების აღზრდაში წვლილი შეიტანოს

„მოხდა სკოლის გარეთ, საღამოს რვა საათზე, საღამოს. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა სკოლაში. როგორც მშობელმა მითხრა, მოსამზადებლად მიდიოდნენ რეპეტიტორთან და იქ ვიღაცას შეხვდნენ ქუჩაში და მოხდა კონფლიქტი", — განაცხადა 35-ე სკოლის დირექტორმა მიხეილ ჩიკვილაძემ.

ერთ-ერთი მოზარდი საფეხბურთო კლუბის "შევარდენი 1906" ფეხბურთელია.

„ვარჯიშზე იყო დღეს ჩვეულებრივ. შემდეგ წავიდა სახლში. მამამისმა წაიყვანა… რაც შეეხება ამ ფეხბურთელს, კლუბში არასდროს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არავისთან", — განაცხადა საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0