„რაღაც გამოგვრჩა" - პრემიერი თბილისში სისხლიანი გარჩევის შესახებ

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მშობლებს მოუწოდა, ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება მეტი ესაუბრონ თავიანთ შვილებს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევების გამეორების თავიდან აცილება მხოლოდ კომპლექსური ზომებით არის შესაძლებელი — სახელმწიფო სტრუქტურებისა და მთლიანობაში, საზოგადოების გაძლიერებული მუშაობით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სისხლიანი დაპირისპირება მოზარდებს შორის პირველ დეკემბერს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
თბილისში სისხლიანი გარჩევის დეტალების დამალვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ვფიქრობ, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამისთვის, უფროსებს რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მოზარდებთან, გავიგოთ მათი შეხედულებები და აზრები ამა თუ იმ საკითხზე.

"ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ შსს და განათლების სამინისტრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომებს უმოკლეს ვადებში შეიმუშავებენ. ასევე, საჭიროა მუშაობა საკანონმდებლო თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით მან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მუშაობაში ჩართვა სთხოვა.

უფროსკლასელი - Sputnik საქართველო
მოქმედების დროა - შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება", — აღნიშნა პრემიერმა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 1 დეკემბერს, დილით, ერთ-ერთ შესვენებაზე №51 სკოლის საპირფარეშოში ორ მეცხრეკლასელს დახვდა ექვსი მეთერთმეტეკლასელი, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა. ამან მეცხრეკლასელების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მოგვიანებით ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც 20-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა", რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობით ისჯება.

პირველი სასამართლოს პირველი სხდომა 9 იანვარს დაინიშნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0