მადლიერება – კეთილი ჯადოქარი, რომელიც ბევრს აკეთებს

CC0 / Pixabay / ქალი მზით განათებულ მინდორში
ქალი მზით განათებულ მინდორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნეს–ტრენერი, ლექტორი, მარკეტერი ლიკა ოხანაშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს მადლიერების გრძნობაზე, როგორც შესაძლებლობაზე დაამარცხოს გარშემო ნეგატივი და გააღვივოს სიკეთე, სიყვარული და წარმატება.

მადლიერება მაგიაა, ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ.

© Photo: Courtesy of Lika Lile Okhanashviliლიკა ოხანაშვილი
ლიკა ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
ლიკა ოხანაშვილი

როცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ჭეშმარიტი მადლიერება, როცა ვსუნთქავთ მადლიერებით – ჩვენი ცხოვრება თითქოსდა რაღაც ჯადოქრობის ძალით იცვლება. ჩვენ ვხდებით უფრო ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, ხოლო სამყარო იწყებს ამ სიკეთის უხვად გაცემას… მაგრამ, როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ ენერგიას?

— გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუ ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს გვახსენდება?

— ვართ მადლიერი ღრმა მშვიდი ძილისთვის, თუ ის მხოლოდ მაშინ გვახსებდება, როცა უძილობა დაგვტანჯავს?

— ვამჩნევთ თუნდაც, ვთქვათ, შუქის არსებობას, როცა ის ანათებს, თუ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა გამოირთვება?

თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რაც არა აქვს ცხოვრებაში და არასდროს არ არის მადლიერი იმისთვის, რაც გააჩნია.

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
დავძლიოთ შემზღუდველი პარადიგმები და გავზარდოთ საკუთარი თავის რწმენა

მადლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვის მიმართაც გამოვხატავთ, არამედ – თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ მადლობის გადახდით ვაბიჯებთ საკუთარ „ეგოს”, ვაცნობიერებთ სხვების მნიშვნელობას, მოტივაციას ვუქმნით მათ და, რაც მთავარია, ხელს ვუწყობთ პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

იმედგაცრუება რომ იმედგაცრუებაა, მასაც უნდა ვუმადლოდეთ ბევრ რამეს.

ერთი საინტერესო იგავ-არაკი მინდა გავიხსენო: „ერთხელ ერთი მოგზაური ინდოეთში ჩავიდა. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ნახა, რომ სპილოების მომვლელს სპილოები პატარა თოკით ჰყავდა დაბმული. გაკვირვებულმა მოგზაურმა იკითხა: ეს თოკი ხომ ძალიან პატარაა ამხელა სპილოებისთვის, რატომ არ იწევიან და არ წყვეტენ? ამაზე მომვლელმა უპასუხა: როდესაც სპილოები პატარები იყვნენ და ამ თოკით დააბეს, მათ რამდენჯერმე სცადეს გაწევა და გაქცევა, თუმცა — უშედეგოდ. თანდათან მიეჩვივნენ, რომ დაბმულები არიან. მართალია გაიზარდნენ და ახლა მათ ეს თოკი ვეღარ დაიჭერს, მაგრამ ისინი თავს ისევ დაბმულად თვლიან და არ ცდილობენ გაქცევას“.

ასე ხდება ადამიანის ცხოვრებაშიც იმედგაცრუების ჟამს. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ თუ რაღაც ერთხელ არ გამოგვდის, ეს არასდროს გამოგვივა. არადა ყოველი იმედგაცრუება ზრდის ადამიანს და აძლევს მეტ ძალასა და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში მომხდარ იმედგაცრუებასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვიზრდებით.

ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი: ნუ დარბიხარ, ადამიანო... გაჩერდი!

დახმარების ვალდებულება არავის გააჩნია. დახმარება, ყურადღების გამოჩენა, ზრუნვა – ეს ყველაფერი ადამიანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ ჩვენთვის.

რაც მთავარია, თუ თქვენ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, ხართ მსოფლიოს უამრავ ადამიანზე ბედნიერი, რადგან:

იცით კითხვა;

გაქვთ კომპიუტერი ან ტელეფონი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა;

გაქვთ მხედველობა;

გაქვთ განწყობა, წაიკითხოთ ეს სტატია.

ეს ყველაფერი არ არის სრული ჩამონათვალი იმისა, რაც შეიძლება გაგაჩნდეთ ბედნიერებისთვის, მაგრამ არ აფასებდეთ, და ხართ კი თქვენ ცხოვრების მადლიერი ამ ყველაფრისთვის?!

იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, თუნდაც უბრალოდ გამოჩენილი ყურადღებისთვის გადაუხადოთ მადლობა სხვებს. დაფიქრდით, რამდენი ადამიანისთვის შეგიძლიათ მადლობის გადახდა? თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თქვენ ცხოვრებაში არსებობენ. დაინახეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა და, რაც მთავარია, უთხარით მათ ეს.

ადამიანი ამოუცნობი არსებაა - Sputnik საქართველო
სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

შექმენით პოზიტიური ურთიერთობები თქვენ ირგვლივ, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგეხმარებათ.

ახლა, ამ წუთს, გაიხსენეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი გაუკეთებია. შემდეგ დაელაპარაკეთ — გადაუხადეთ მადლობა.

ყოველდღე პატარა სიკეთისთვისაც გადაუხადეთ მადლობა გარშემომყოფებს, თუნდაც უცხო ადამიანებს, რომლებიც ელემენტარულ სიკეთეს აკეთებენ თქვენთვის.

გაუღიმეთ! ხშირად გაუღიმეთ!

გაუღიმეთ პოზიტივის სანაცვლოდ, ყურადღების სანაცვლოდ, დახმარების სანაცვლოდ. იმისთვის, რომ ისინი უბრალოდ არსებობენ თქვენ ცხოვრებაში.

დღის ბოლოს გაიხსენეთ მხოლოდ ამ ერთ დღეში რამდენმა ადამიანმა მოგიკითხათ, გაგიღიმათ, გამოყო თქვენთვის დრო, გააკეთა რაიმე თქვენ გამო, მოგისმინათ, დაგეხმარათ, გირჩიათ….

დათვალეთ, რამდენი კარგი ადამიანი გყავთ ირგვლივ, რომელთა მიმართაც შეიძლება მადლიერებას ვერ გრძნობდეთ, რადგან ჩვენ ხშირად ვალდებულად ვთვლით სხვებს, გააკეთონ ჩვენთვის რაიმე.

და აუცილებლად უთხარით მათ… ერთი მარტივი სიტყვა:

„მადლობა“

მისწერეთ, დაურეკეთ, უთხარით… ჯადოსნური სიტყვა…. მხოლოდ „მადლობა“!

თქვენ ნახავთ, რომ გამოიწვევთ ამ ადამიანების მადლიერებას, მადლიერებას თქვენი მადლიერებისთვის.

ის ადამიანებიც გადაუხდიან სხვას მადლობას…

ადამიანი, რომელიც ამ სიტყვას ამბობს, კეთილი ჯადოქარია, რომელიც აკეთებს ძალიან ბევრს მხოლოდ ამ ერთი სიტყვით.

და, ბოლოს: მადლობა, რომ ამ პუბლიკაციის წასაკითხად დრო გამონახეთ!

ყველა ახალი ამბავი
0