დავძლიოთ შემზღუდველი პარადიგმები და გავზარდოთ საკუთარი თავის რწმენა

© FB / Natia Koiavaნათია ქოიავა
ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია საჯარო მმართველობის დოქტორი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასოცირებული პროფესორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა.

ნათია ქოიავა კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს კომპლექსების მოხსნის, დაბალი თვითშეფასების დაძლევის, წარმატების მიღწევის, დროის მენეჯმენტის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის საკითხებში.

დღეს კი ტრენერი ისაუბრებს, თუ როგორ დავძლიოთ შემზღუდველი პარადიგმები და გავზარდოთ საკუთარი თავის რწმენა.

© FB / Natia Koiavaნათია ქოიავა
ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
ნათია ქოიავა

რასაც ვხედავთ, არის ის, რასაც ვღებულობთ

პარადიგმა საკუთარი თავის შესახებ ნიშნავს ჩვენს შეხედულებას, მიდგომას, დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, პარადიგმა შეიძლება შევადაროთ სათვალეს, საიდანაც საკუთარ თავს ვუყურებთ.

თუ დაიჯერებთ, რომ უსარგებლო და ხელმოცარული ხართ, ეს რწმენა მართლა ასეთად გაქცევთ, ხოლო თუ დაიჯერებთ, რომ გონიერი ხართ, ჭკვიანი, რა საქმესაც ხელს მოკიდებთ გამოგივათ და რომ შეგიძლიათ იყოთ წარმატებული — ეს რწმენა ფრთებს შეგასხამთ და შესანიშნავ ელფერს მისცემს ყველა თქვენს ნამოქმედარს. მოკლედ რომ ვთქვათ, უარყოფითი წარმოდგენა საკუთარ თავზე გვზღუდავს, დადებით პარადიგმას კი საუკეთესო შედეგები მოაქვს.

როდესაც საკუთარ თავზე არასრულყოფილი წარმოდგენა გვაქვს, ეს არასწორად დანიშნული სათვალის ტარებას ჰგავს.

პიროვნული განვითარება საკუთარი თავის შეცნობით იწყება. პრობლემები ჩვენშია, ჩვენს მიდგომებში, ჩვენს დამოკიდებულებებში; წარმატება და წინსვლაც მხოლოდ ჩვენშია. ერთი წუთით შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „საკუთარი თავის შესახებ თქვენი პარადიგმები გეხმარებათ თუ გზღუდავთ?“

ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი: ნუ დარბიხარ, ადამიანო... გაჩერდი!

მოვირგოთ სათვალე

ჩვენი პარადიგმა, ძირითად შემთხვევაში, განპირობებულია სტერეოტიპებით, იარლიყებით, სტიგმებით, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს გვიწესებს. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ამა თუ იმ ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი არ ხართ, ან ვერ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს გარკვეული პროგრამის გასავლელად, მაგრამ გახსოვდეთ, პტოლემეუსსაც ასევე სჯეროდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო.

ეცადეთ, მოიშოროთ შემზღუდველი პარადიგმები და განამტკიცოთ დადებითი პარადიგმა საკუთარ თავზე, ე.ი. მოირგოთ სათვალე, რომელიც ამბობს: „მე ეს შემიძლია“, „მე ამას გავაკეთებ“, „მე მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ“, „მე მივაღწევ წარმატებას“ და ა.შ.

შესაძლოა პარადიგმა შეირყეს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა რაღაც ისე არ გამოგვივა, როგორც ვგეგმავდით, საქმე გაფუჭდება, პროექტი ჩავარდება, რაღაც შეცდომას დავუშვებთ, იმედი გაგვიცრუვდება, ან როცა ვინმე უხეშ და შეურაცხმყოფელ შენიშვნას მოგვცემს ან არასასურველ იარლიყს მოგვაკრავს: „არაფერი გამოგდის!“ „სულელი ხარ!“ „შენ ამას ვერ შეძლებ!“ „უმაქნისო!“ „ეს საშენო საქმე არ არის!“ და ა. შ.

ცეცხლოვანი სამყარო - Sputnik საქართველო
თავისუფლების სირთულე, მონობის სიმარტივე და მარტოობაში დაბადებული პიროვნება

თუ სათვალე დაისვარა…

როგორ მოვიქცეთ, თუ შეირყევა ჩვენი პარადიგმა საკუთარ თავზე (დაისვრება ჩვენი სათვალე, რომლითაც საკუთარ თავს ვუყურებთ)? როცა საკუთარ თავში/შესაძლებლობებში დაეჭვდებით, მიმართეთ ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია თქვენში/თქვენს შესაძლებლობებში. ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მათ ჰყავდათ ადამიანი, რომელსაც მისი სჯეროდა: მასწავლებელი, მეგობარი, მშობელი, და, ძმა, შეყვარებული, მეუღლე და ა.შ. საკმარისია მხოლოდ ერთი ადამიანი და მნიშვნელობა არა აქვს, ეს ვინ იქნება. ნუ შეგეშინდებათ, დაეყრდნოთ ამ ადამიანს. წადით მასთან, ყველაფერი მოუყევით და რჩევა ჰკითხეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეცადეთ, თქვენი თავი ისეთად დაინახოთ, როგორადაც ის გხედავთ. მიაკითხეთ ადამიანს, რომელიც თქვენს სათვალეს გაწმენდს.

არსებობს ასეთი ძველი ინგლისური გამონათქვამი: „თუ წარმოიდგენთ ისეთი ტიპის ადამიანს, როგორადაც უფალმა შეგქმნათ, თქვენი ცხოვრება მხოლოდ აღმასვლა იქნება და ძველ მდგომარეობას აღარასოდეს დაუბრუნდებით.“ წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანი, როგორადაც ღმერთმა ჩაგიფიქრათ და მუდმივად ეცადეთ, მიემსგავსოთ მას. შემდგომში, როცა სარკეში ჩაიხედავთ, თქვით რაიმე პოზიტიური საკუთარი თავის შესახებ და დაფიქრდით შემზღუდველ პარადიგმაზე, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაქვთ. მაგალითად: „არ შემიძლია ინიციატივის გამოჩენა“, „არ გამომდის აუდიტორიის წინაშე გამოსვლა“ და ა.შ. და გააკეთეთ მისი სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება.

სიყვარული - Sputnik საქართველო
მაგიური კითხვარი შეყვარებულთა გულების ასანთებად

წარმატება და გამარჯვება საკუთარ თავთან გამარჯვების გარეშე არ არსებობს

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს. მნიშვნელოვანი ცვლილებები საკუთარი თავის შეცვლით უნდა დავიწყოთ. როცა გარემოს ან სხვა ადამიანების შეცვლა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ. „ცვლილებები იწყება შენით“ – ეს არის პიროვნული განვითარების კურსის დევიზი. ყველა ცვლილება იწყება ჩვენით, ეს შიგნიდან გარეთ ხდება და არა – გარედან შიგნით.

ჩვენი განწყობა თუ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საბანკო ანგარიშს ჰგავს. იმისდა მიხედვით, თუ რას ვფიქრობთ, ვამბობთ ან ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია, „შევიტანოთ დეპოზიტები“ ან „გამოვიტანოთ“ „პირადი საბანკო ანგარიშიდან“.

საკუთარი თავის შეცნობა, გარკვეულწილად მოიცავს, თუ როგორია ჩვენი „პირადი საბანკო ანგარიში“, ე.ი. ჩვენი ნდობის რეზერვი საკუთარ თავთან. მაღალია თუ დაბალი? თუ საერთოდ ბანკროტები ვართ?

დაბალი „პირადი  საბანკო ანგარიში“ — ადვილად ექცევით სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ; ხშირად გაქვთ არასრულფასოვნების განცდა; ზედმეტად ღელავთ იმაზე, თუ რას იტყვიან თქვენზე სხვები; ქედმაღლურად იქცევით, რათა დაფაროთ საკუთარი არასრულფასოვნების განცდა; გშურთ სხვა ადამიანების, როცა ისინი წარმატებას აღწევენ…

ფულს არ შეუძლია ფიქრი, საუბარი, მაგრამ შეუძლია „გაიგონოს“, როდესაც ადამიანი ეძახის მას - Sputnik საქართველო
ნაპოლეონ ჰილი: სიღარიბის მიზეზები ჩვენს თავშია

მაღალი „პირადი საბანკო ანგარიში“ — შეგიძლიათ საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციების დაცვა, ადვილად არ ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ; ზედმეტად არ ხართ დაინტერესებული იმით, რომ პოპულარული იყოთ; თქვენთვის ყოველდღიური ცხოვრება, ძირითადად, პოზიტიური გამოცდილებაა (ჭიქა ნახევრად სავსეა); ენდობით საკუთარ თავს; გაქვთ მიზნები და ხართ მათზე ორიენტირებული; გიხარიათ სხვების წარმატება. თუ თქვენი „პირადი საბანკო ანგარიში“ დაბალია, ნუ შეგეშინდებათ, დღეიდანვე დაიწყეთ მცირე „დეპოზიტების“ შეტანა.

ძირითადი დეპოზიტები — შეუსრულე შენს თავს დაპირებები; გააკეთე პატარა სიკეთეები; გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი, ამიტომ, აპატიე შენს თავს; ნუ მოიტყუები, იყავი კეთილსინდისიერი; განაახლე საკუთარი თავი, თუ შენს თავს დაპირებას არ უსრულებ, კარგავ ნდობას საკუთარი თავის მიმართ. ისევე, როგორც იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მუდმივად რაღაცას გპირდება და არ გისრულებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, თუ დეპრესიაში ხართ, გააკეთეთ რაიმე სასარგებლო ვინმესთვის, რადგან, როცა ზრუნავ, დეპრესია არ გემუქრება. სხვების დახმარებით, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. როდესაც გავცემთ, არამარტო სხვის, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც ვაჯანსაღებთ.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
სიძუნწე – ხელგაშლილობა, სიმორცხვე – გამბედაობა – ლაროშფუკოს ყოფითი ფილოსოფია

აპატიე შენს თავს, როცა შეცდომას დაუშვებ. ნუ განსჯი ზედმეტად მკაცრად, როცა რაიმე არ გამოგივა. ისწავლე გაცინება საკუთარ შეცდომებზე და ყოველთვის გახსოვდეს — „არ არსებობს შეცდომები, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მათ საკუთარი თავი არ უნდა გადავაყოლოთ. ხშირად, საჭიროა წარსული შეცდომების დავიწყება, იმისთვის, რომ მომავალში უფრო მშვიდად იცხოვრო. პირველ რიგში, საკუთარ თავთან იყავი პატიოსანი, გულწრფელი და კეთილსინდისიერი და შემდეგ – სხვების მიმართ. გაცილებით ძლიერი ხარ, როცა გული და სინდისი სუფთა გაქვს.

გამოყავი დრო იმისთვის, რომ მოდუნდე, განიტვირთო, ძალები მოიკრიბო. ამით პარადიგმა მტკიცდება და როცა საკუთარი თავის შესახებ პარადიგმა მტკიცეა, მას ვერასოდეს ვერაფერი შეარყევს. ამისთვის: — ერთი კვირის განმავლობაში ადექით დილით, როგორც კი მაღვიძარა დარეკავს, მთელი დღე გაატარეთ საკუთარ თავზე ნეგატიური შეფასების გაკეთების გარეშე. ყველა ჯერზე, როცა თქვენ თავს ნეგატიურ შეფასებაში გამოიჭერთ, დაუყოვნებლივ ჩაანაცვლეთ სამი პოზიტიური შეფასებით.

ასე რომ, თუ თვითშეფასების ამაღლება, მეტი თავდაჯერებულობა, საკუთარი თავისადმი მეტი ნდობა და რწმენა გჭირდებათ, დღესვე დაიწყეთ „დეპოზიტების“ შეტანა თქვენს „პირად საბანკო ანგარიშზე“. შედეგებს მომენტალურად იგრძნობთ, ხოლო როდესაც ასეთი „დეპოზიტების“ შეტანას ცხოვრების წესად აქცევთ, ნახავთ, როგორ გაიზრდება საკუთარი თავისადმი ნდობის კოეფიციენტი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0