რა საკითხებზე იმსჯელეს საქართველოსა და ლიტვის პრემიერებმა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაულიუს სკვერნელისი და გიორგი კვირიკაშვილი
საულიუს სკვერნელისი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიტვის მთავრობის მეთაური საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ლიტვის პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის დახვედრის ცერემონია, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ორი ქვეყნის პრემიერებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადებითი დინამიკა არსებობს.

ლინას ლინკავიჩუსი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებში საქართველოს ლიტვა დაეხმარება

„წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ მთავრობის მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში. თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სკვერნელისის განცხადებით, ლიტვის სახით საქართველოს გულწრფელი და საიმედო მეგობარი ჰყავს.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან", — განაცხადა ლიტვის პრემიერმა.

სკვერნელისის განცხადებით, ქართველებსა და ლიტველებს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვა აერთიანებთ. მისი თქმით, ორ ხალხს ასევე აერთიანებს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი საერთო დამოკიდებულება, ასევე საერთო გამოწვევები.

გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ კვირიკაშვილმა და სკვერნელისმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჟურნალისტების თანდასწრებით მოლაპარაკებების მთავარი თემების შესახებ ისაუბრეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სამართლიანად უწოდებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერს და აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

გიორგი მრგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე ლიტვის პრემიერ-მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ლიტვის პრემიერი 30 იანვარს ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ოძისში ჩავა, ასევე ეწვევა დასახლება ფრეზეთს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

სკვერნელისის ვიზიტის პროგრამაშია ასევე კულტურული ნაწილი — ლიტვის პრემიერ ძველი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

საქართველომ და ლიტვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2017 წელს 80,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0