საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებში საქართველოს ლიტვა დაეხმარება

© FB / Giorgi Margvelashviliლინას ლინკავიჩუსი და გიორგი მარგველაშვილი
ლინას ლინკავიჩუსი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პირველ პირებს შეხვდა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ევროკავშირისა და ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე ლიტვის ხელისუფლება საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს, ამის შესახებ არაერთხელ გაკეთდა განცხადებები საქართველოში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინჩევიჩუსის ვიზიტის დროს.

ლიტვის მთავარი დიპლომატი საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან გამართა შეხვედრები ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრები - Sputnik საქართველო
ლიტვა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-4 სხდომა ჩატარდა. აღნიშნული ფორმატი ქვეყნებს შორის რეგულარული კონსულტაციებისთვის პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია — ევროკავშირისა და ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან პოლიტიკოსებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანთა უფლებების მდგომარეობაზე.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

„პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ლიტვა იჩენს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს შეეხება ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პრეზიდენტმა ლინას ლინკევიჩუსს სთხოვა, რომ მადლობა გადაეცათ ლიტვის პრეზიდენტისათვის, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისადმი დაპირებისამებრ მტკიცედ წარმოადგინა საქართველოს პოზიციები ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე", — აღნიშნა ფხალაძემ.

საქართველო-ლიტვას შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს ლინკევიჩუსის შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

გიორგი მრგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. კობახიძის განცხადებით, ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ერის ნებაა და ამ გზაზე საქართველო მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ.

კობახიძე და ლინკევიჩუსი საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე და ინტენსიურ ორმხრივ ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ ლიტვა განაგრძობს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის მთავარმა დიპლომატმა აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი დაათვალიერა. მიმდებარე სოფლებში ლინკევიჩუსი ადამიანთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

გარდა ამისა, უცხოელმა სტუმარმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველომ და ლიტვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0