ბექა რუსიას საქმე: უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექა რუსიას ოჯახის წევრები პროკურატურისთვის ახალი მტკიცებულებების გადაცემაზე უარს აცხადებენ

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ნათქვამია განცხადებაში. 

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ჯარისკაცის დაღუპვა პოსტზე: ბოლო ცნობები

პროკურაში აღნიშნავენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბექა რუსიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე.

2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბექა რუსიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლომ ბრალდებულ დ.ჯ.-ს პატიმრობა შეუფარდა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. 

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახის წევრები დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს.

„აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ“, — ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
„კრწანისის“ ცენტრზე თავდამსხმელის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა

ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, სადაც ასახულია ჯარისკაცზე ძალადობის ფაქტები, პროკურატურის წარმომადგენელი დაუკავშირდა ბექა რუსიას ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს.

ოჯახის ადვოკატმა, როლანდ შონიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეო და ფოტო მასალა წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელმაც შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს სასამართლო პროცესზე. თუმცა, რუსიების ოჯახი უარს აცხადებს პროკურატურისთვის აღნიშნული მტკიცებულებების გადაცემაზე.

„თუ ჩემი შვილის საქმეზე ეს მასალა არ იქნება დართული, გამოძიებას სხვა საქმისთვის არ გადავცემ“, — აცხადებს ბექა რუსიას დედა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან ან მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi 2) ინფორმაციით, აღნიშნული მასალით ომბუდსმენის აპარატიც დაინტერესდა. სახალხო დამცველი ამ ვიდეომასალის შესწავლას აპირებს. 

19 წლის ჯარისკაცი, ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს დაიღუპა. უბედური შემთხევა მოხდა სოფელ მუჟავაში პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს. მას სამსახური რამდენიემ კვირაში უსრულდებოდა, შემდეგ ის საკონტრაქტო სამსახურში მუშაობას გეგმავდა.


ყველა ახალი ამბავი
0